„ჩვენი ქვეყნის იმიჯი დაბლაა დაცემული და ეს გუდაურში ტურისტების რაოდენობაზე აისახება“ – ცოტნე ჯაფარიძე

„ჩვენი ქვეყნის იმიჯი, სამწუხაროდ, დაბლაა დაცემული და ეს ტურისტების რაოდენობაზე აისახება“, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში „ტრეფიკ თრეველ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა ცოტნე ჯაფარიძემ ზამთრის კურორტებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პოტენციურ ტურისტებს მაღალგანვითარებული ქვეყნიდან არ სურთ ჩამოვიდნენ იქ, სადაც არასახარბიელო გარემოა.
„ტრეფიკ თრეველ ჯორჯიას“ დამფუძნებელს წლევანდელ სეზონთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები არ ჰქონია, რადგან„ მისი თქმით, „საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს კარგი სახელი არ აქვს, მოგიხსენიებენ ქვეყნად, რომელიც რუსების თავშესაფრად გადაიქცა და „ეს ყველაფერი გვაყენებს ისეთ მდგომარეობაში, თითქოს საქართველო ს პარტნიორია სთან ომში. პოტენციურ ტურისტებს „მაღალგანვითარებული ქვეყნებიდან კი არ სურთ ჩამოვიდნენ იქ, სადაც არასახარბიელო გარემოა“, – ამბობს ცოტნე ჯაფარიძე.
„მოლოდინი დიდი არ მქონია და გამართლდა. ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ, ბოლო პერიოდში არაერთი ნეგატიური სტატია დაიწერა ჩვენს შესახებ და მოგიხსენიებენ ქვეყნად, რომელიც რუსების თავშესაფრად გადაიქცა, ქვეყნად, რომელიც თავისი საბანკო სისტემით რუსებისთვის ერთგვარ ოაზისად იქცა და ღმერთმა იცის რაში იყენებენ ქართულ რესურსებს აქ ჩამოსული ოკუპანტები. ასევე ცნობილია, რომ ძალიან ბევრი ბიზნესი დარეგისტრირდა რუსების მიერ, უძრავი ქონება შეიძინეს და თავიანთ მოქალაქეებს ემსახურებიან.
ეს ყველაფერი გვაყენებს ისეთ მდგომარეობაში, თითქოს საქართველო არის რუსეთის პარტნიორი უკრაინასთან ომში. ასეთ ინფორმაციები ყოველთვის უარყოფითად აისახება ქვეყნის იმიჯზე. თბილისი არ არის პარიზი და ლონდონი, სადაც დიდი კატაკლიზმების შემდეგაც კი ძალიან სწრაფად ხდება ხოლმე ტურიზმის აღდგენა. შესაბამისად, ჩვენთან ძალიან რთულია სახელის მოხვეჭა, მაგრამ ამ სახელის გაფუჭება არის ძალიან ადვილი. სწორედ ახლა ვართ ისეთ მდგომარეობაში, როცა ჩვენი ქვეყნის იმიჯი, სამწუხაროდ, დაბლაა დაცემული და ეს ტურისტების რაოდენობაზე აისახება. არ სურთ ადამიანებს მაღალგანვითარებული ქვეყნიდან, ჩამოვიდნენ იქ, სადაც არის არასახარბიელო გარემოა“ – ამბობს ცოტნე ჯაფარიძე.
მისი თქმით, ახალი წლის და შობის დღეებში გუდაურში დატვირთულობა იყო, შაბათსა და კვირასაც არის ხალხი, დანარჩენ დღეებში კი ხალვათობაა.
„მეზობელი ქვეყნებიდან ყოველთვის მრავლად იყო ტურისტების შემოდინება ახალი წლის პერიოდში და სასტუმროების ფასებიც მაღალი იყო, მაგრამ ახლა როცა არ უნდა ახვიდეთ გუდაურში, შაბათ-კვირის გარდა, რადგან კვირის ბოლოს ძალიან ბევრი ჩადის თბილისიდან სასრიალოდ, ტრასებზე სიმცირეა, რიგები არ არის და გუდაურის სასტუმროებში, თუ არ ჩავთვლით საშობაო და საახალწლო პერიოდს, ადგილები ბევრია“ – ამბობს ცოტნე ჯაფარიძე.