ჩვენი ქვეყანა მთელ მსოფლიოში დაცინვის ობიექტი გახდა – ასე ხდება, როდესაც გყავს სუსტი, არაეფექტური და პრაქტიკულად არარსებული ხელმძღვანელობა

-ის არჩეული პრეზიდენტი, ახალ ორლეანში მომხდარ ტერორისტულ აქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „მთელ მსოფლიოში დაცინვის ობიექტი“ გახდა.
„ჩვენი ქვეყანა კატასტროფაა, მთელ მსოფლიოში დაცინვის ობიექტი გახდა. ეს არის ის, რაც ხდება, როდესაც თქვენ გაქვთ ღია საზღვრები, სუსტი, არაეფექტური და პრაქტიკულად არარსებული ხელმძღვანელობით“, – აღნიშნა დონალკდ ტრამპმა.
მისი თქმით, იუსტიციის დეპარტამენტმა, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ და „დემოკრატმა“ პროკურორებმა არ შეასრულეს თავიანთი სამუშაო.
„ისინი არაკომპეტენტურები და კორუმპირებულები არიან, რადგან მთელი თავიანთი დრო პოლიტიკურ ოპონენტზე უკანონო თავდასხმებზე დახარჯეს და არა ამერიკელების დაცვაზე გარედან და შიგნიდან. „დემოკრატებს“ საკუთარი თავის უნდა რცხვენოდეთ, რომ ეს ჩვენს ქვეყანაში დაუშვეს. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო უნდა ჩაერთოს ახლავე, სანამ გვიანი არ არის. აშშ ინგრევა – უსაფრთხოების, ეროვნული უსაფრთხოებისა და დემოკრატიის ძალადობრივი ეროზია ხდება ჩვენს ქვეყანაში. მხოლოდ ძალა და ძლიერი ლიდერობა შეაჩერებს ამას. შევხვდებით 20 იანვარს“, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კომპანია CMC-ი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს – კომპანია აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებებთან და დეტალურად აწვდის ყველა მოთხოვნილ ინფორმაციას

დავით ქართველიშვილი: ქართველმა ხალხმა გლოვის ხუთი დღის განმავლობაში, წერტილი დაუსვა ჯო უილსონებისა და ბიუროკრატიის მცდელობას, არარსებულ ქართველებზე აპელირებით წამოეწყოთ ძირგამომთხრელი საქმიანობა