პარტია “ახალის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების შესახებ წერს.
“ვერაფრით ვერ ვიჯერებ, რომ სრული სერიოზულობით ვიფიქრებდი იმაზე, რომ პორტუგალიას შეიძლება მოვუგოთ და ჯგუფიდან გავიდეთ. მარტო მე კი არა, უამრავი ადამიანი.
სინამდვილეში, ეროვნულ მენტალობაში ეს გარდატეხა მგონია ჩვენი ფეხბურთელების ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა”, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში პორტუგალიას დაუპირისპირდება, შეხვედრა 26 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
პრობლემები ქართულ ფეხბურთში გუშინ არ დაწყებულა, სწორედ გვარამიას დროს დაიწყო პრობლემები მაგრამ მაშინ ამის გამოსვლა არავის ახსოვს,ალბათ არც გამოვიდოდა,როცა მის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ძვირად ღირებული მწვრთნელები ჩამოყავდათ მაგალითად კუპერი, რომელმაც ერთი თამაში ვერ მოიგო და სტადიონებს კი ანგრევდნენ ფოთში, ზგდიდში, ბათუმში, აღარ მახსენდება კიდევ სად და სად, ახლა ატკივდა ამას ქართული ფეხბურთი დავიჯერო მე არ მჯერა ამის.ამის ნათქვამები კი სულ სხვა კონტექსტიდან ითარგმნება მიმხვედრი მიხვდება,ფეხბურთის პრობლემებზე ვეტრანებმა და ფეხბურთში კარგად ჩახედულმა ხალხმა უნდა ილაპარაკოს .