„ჩვენი სურვილი არის ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ მშვიდობის მთავარი გარანტი ქვეყნისთვის მაინც არის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი“ – ირაკლი კობახიძე

„ჩვენი სურვილი არის ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ მშვიდობის მთავარი გარანტი ქვეყნისთვის მაინც არის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი“ – ირაკლი
ჩვენი სურვილი არის ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ მშვიდობის მთავარი გარანტი ქვეყნისთვის მაინც არის მისი საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ეს ყველამ კარგად უნდა დაიმახსოვროს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის გაფრთხილება, რომლისთვისაც იბრძოდა არაერთი თაობა.
„რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, შევინარჩუნოთ განვითარება, პირველ რიგში უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. იმას, რისთვისაც იბრძოდა არაერთი თაობა ჩვენი ქვეყნის, მათ შორის 80-იან, 90-იან წლებში. დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი არის ქვეყანაში მშვიდობის და განვითარების უმთავრესი გარანტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს