ტექნოლოგიურმა სტარტაპმა Kovzy, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს, პროფილი შეიცვალა და კვების ობიექტებს, ელ.კომერციის ნაცვლად, რესტორნის მართვის სრულ ციფრულ სისტემას სთავაზობს – ამის შესახებ BMDrive-ის ეთერში Kovzy-ის დამფუძნებელმა, ალექსანდრე ცინცაძემ ისაუბრა.
“ამ ბოლო პერიოდში რყევები იყო, მაგრამ დავძლიეთ. შევცვალეთ პროფილი, აღარ ვართ მარტო ელ. კომერცია, სრული სისტემა გავხდით, რომელიც რესტორანს საშუალებას აძლევს, ყველაფერი ერთი წერტილიდან მართოს: მიიღოს შემოსავალი, მართოს ადგილზე მოსული სტუმრები, მიიღოს ყველანაირი შეკვეთა და ეს ყველაფერი ძალიან მარტივად, ერთი პლანშეტით გააკეთოს ისე, რომ არ დასჭირდეს ტრენინგი, დანერგვის გრძელი პროცესი და ა.შ.
