ჩვენი სოლიდარობა უკრაინის, უკრაინელი ხალხის მიმართ ძალიან მტკიცეა

ჩვენი სოლიდარობა უკრაინის, უკრაინელი ხალხის მიმართ ძალიან მტკიცეა
ჩვენ გვქონდა საშუალება ორჯერ გამოვსულიყავით სიტყვით, ერთხელ პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების ფორმატში, ერთხელ გაფართოებულ ფორმატში, ასევე, სესიებს შორის გვქონდა საშუალება გავსაუბრებოდით პრემიერ-მინისტრებს, ვიცე-პრემიერებს, საგარეო საქმეთა მინისტრებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ქართულ მედიასთან უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა კონფერენციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ უკრაინის აღდგენაზე მსჯელობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.
„მთლიანობაში, ჩვენი ქვეყნის მონაწილეობა ამ ღონისძიებაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი სოლიდარობა უკრაინის, უკრაინელი ხალხის მიმართ არის ძალიან მტკიცე. ეს სოლიდარობა გამოიხატება პოლიტიკურ, დიპლომატიურ, ჰუმანიტარულ მხარდაჭერაში და რა თქმა უნდა, მომავალშიც ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ მოქმედებას“, – განაცხადა პრემიერმა.
Next: მართალია, ში ს სამხედრო აგრესიის დაწყების შემდგომ საქართველომ არ შემოიღო სანქციები ს წინააღმდეგ, მაგრამ ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება მკაცრად აკონტროლებს სანქცირებულ პირებსა თუ ტვირთებს

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი „იგლ ჰილსის“ პროექტზე: მიუხედავად ასეთი მსხვილი და უპრეცედენტო ინვესტიციისა, სახელმწიფოს არ აქვს აღებული რაიმე სახის ფინანსური ვალდებულება და არ გაუცია საგამონაკლისო რეჟიმი უშუალოდ ამ ინვესტორისთვის

შეუძლებელია Eagle Hills-ის ინვესტიცია განხორციელდეს სხვა დარგების მონაწილეობის გარეშე, პროცესში ჩართული იქნება ბევრი ქართული კომპანია, როგორც კონტრაქტორი და ქვეკონტრაქტორი – ჯემალ ინაიშვილი