საქართველოს უნივერსიტეტი რექტორი, კონსტანტინე თოფურია სახელისუფლებო მედიას მოუწოდებს დაიცვან პროფესიული ეთიკა და არ გახდნენ პოლიტიკური იარაღი. ასე გამოეხმაურა უნივერსიტეტის ხელმძღვანელი იმ სატელევიზიო სიუჟეტებს, რომელიც „ტერორიზმის წამახალისებელ“ კონტექსტშია მოხსენიებული.
„ჩვენ წინააღმდეგ გავრცელებული ბრალდებები სრული სიცრუეა და გაუგონარი აბსურდი. არ არსებობს არცერთი ფაქტი, დოკუმენტი ან მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ამ ბრალდება. უნივერსიტეტში არ ფუნქციონირებს არცერთი ცენტრი, არ ტარდება არცერთი ლექცია, არ იმართება არცერთი ღონისძიება, რომელიც ემსახურება პროპაგანდას ან პოლიტიკური ზეგავლენის გავრცელებას.
ტყუილია, რომ უნივერსიტეტი რაიმე ფორმით აფინანსებს აქციებს…
ჩვენი სიმართლე გაცილებით ძლიერია, ვიდრე თქვენი პროპაგანდა“, – თქვა უნივერსიტეტის რექტორმა.
ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ აქტივობებს კრიტიკის გარეშე აშუქებს, „საქართველოს უნივერსიტეტის“ მიერ „ანტისახელმწიფოებრივ ტრენინგების“ ორგანიზებაში ადანაშაულებს. ერთ-ერთი ბოლო სიუჟეტი 28 სექტემბერს გავიდა ეთერში.
ფორუმი
