ჩვენი სახელმწიფოს სხვადასხვა ინდექსებში საგრძნობი პროგრესის გამო, კოგნიტურ დისონანსში არიან უსამშობლო ელემენტები და საქართველოს ფსევდო მეგობრები – “ჩამოშლილ” და “გარუსებულ” მმართველობას ამდენი პოზიტიური შეფასება ვერცერთ სფეროში ექნებოდა

ჩვენი სახელმწიფოს სხვადასხვა ინდექსებში საგრძნობი პროგრესის გამო, კოგნიტურ დისონანსში არიან უსამშობლო ელემენტები და საქართველოს ფსევდო მეგობრები – “ჩამოშლილ” და “გარუსებულ” მმართველობას ამდენი პოზიტიური შეფასება ვერცერთ სფეროში ექნებოდა
სასიხარულოა, რომ საქართველოში უარგუმენტო, აპოკალიფსური სურათის ცრუ წარმოჩენის ფონზე, გრძელდება საერთაშორისო რეიტინგებში ჩვენი ქვეყნის წამყვანი პოზიციონირება, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რითაც ეხმიანება -ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, რომლის თანახმად, საქართველო ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შეფასების უმაღლეს საფეხურზეა.
მისი განცხადებით, საქართველოს ფსევდო-მეგობრები კოგნიტურ დისონანსში არიან, ქვეყნის საგრძნობი პროგრესის გამო, თუმცა, ჯიუტან განაგრძობენ ქართველი ერის წინააღმდეგ ქმედებებს.
“სასიხარულოა, რომ საქართველოში უარგუმენტო, აპოკალიფსური სურათის ცრუ წარმოჩენის ფონზე, გრძელდება საერთაშორისო რეიტინგებში ჩვენი ქვეყნის წამყვანი პოზიციონირება.
“ჩამოშლილ” და “გარუსებულ” მმართველობას ამდენი პოზიტიური შეფასება ვერცერთ სფეროში ექნებოდა.
კოგნიტურ დისონანსში არიან უსამშობლო ელემენტები და საქართველოს ფსევდომეგობრები ჩვენი სახელმწიფოს სხვადასხვა ინდექსებში საგრძნობი პროგრესის გამო, თუმცა ჯიუტად განაგრძობენ მავნებლურ “შტრაიკბრეხერობას” ქართველი ერის წინააღმდეგ. ამგვარი პოზიციონირებით, ელექტორალურად მათთვის სასურველი შედეგი ვერასდროს იქნება საქართველოში.
ამჯერად, -ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშში საქართველო ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შეფასების უმაღლეს საფეხურზეა და უკვე მე-9 წელია ინარჩუნებს ადგილს ე. წ. პირველ კალათაში, ხოლო ტალინში მდებარე „ელექტრონული მმართველობის აკადემიის ფონდის“ კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ინდექსში საქართველომ მსოფლიოში 22-ე, ევროპაში კი მე-16 პოზიცია დაიკავა.” – წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში