საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, ქართული საფინანსო ბაზარზე არსებული მაღალი კონცენტრაცია უნიკალური არ არის და განვითარებულ ქვეყნებშიც არსებობენ ლიდერი ბანკები, რომლებიც სექტორში სისტემურობის ცნებას აჩენენ. საბანკო სფეროში კონკურენციის ზრდისა და ამის ხელშემწყობი ფაქტორების შესახებ ნათია თურნავამ პარლამენტში მარეგულირებლის წლიური ანგარიშის წარდგენისას, შოთა ბერეკაშვილის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობა, კონკურენციის განყოფილების შექმნა, ახალი სუბიექტების გაჩენა ბაზარზე – ეს ნაბიჯები ნათია თურნავას თქმით, ქვეყნის საფინანსო სისტემაში კონკურენციის გაზრდისთვის იდგმება.
„ჩვენი საფინანსო ბაზარი მაღალკონცენტრირებულია. ეს ისტორიული მოცემულობაა, ასე ჩამოყალიბდა, რომ გვყავს ლიდერი ბანკები და ასევე გაცილებით უფრო მცირე, თუმცა მნიშვნელოვანი და მდგრადი ბანკები. ასეთი ასიმეტრიაა. ეს არ არის უნიკალური მდგომარეობა, რა თქმა უნდა, იცნობთ განვითარებული ქვეყნების ბაზრებს, მათ გამოცდილებას ევროპულ ქვეყნებშიც არის ასეთი ასიმეტრია, როდესაც არიან TOP-ბანკები, ამიტომ არსებობს სისტემურობის ცნება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა კონკურენციის გაძლიერება გამოწვევაა. ამ გამოწვევას ჩვენ ერთია, რომ ვაცნობიერებთ, ამიტომაც მოგახსენეთ გამოსვლის დროს რომ მსოფლიო ბანკსაც კი მივმართეთ ტექნიკური დახმარებისთვის, რომლის მთავარი ამოცანა ამ კუთხით გამოცდილების გაცნობაა და გადახედოს ჩვენს რეგულაციებს – რა შეიძლება გავაუმჯობესოთ, იმისთვის რომ კიდევ მეტად შევუწყოთ ხელი კონკურენციას.
მეორე რაც გაკეთდა, ეს კონკურენციის განყოფილების შექმნაა ეროვნული ბანკის სტრუქტურაში, რომელიც აქამდე განყოფილების სახით არ იყო გამოკვეთილი, იმისთვის რომ კონკრეტული კონკურენციის შესაძლო დარღვევის ქეისები განვიხილოთ. გვაქვს ეს წარმოებაში და თუ კი ასეთი განაცხადი შემოვიდა, მას ვიხილავთ.
უფრო მნიშვნელოვანია ახალი სუბიექტების გაჩენა, იქნება ეს საბანკო თუ ციფრული ბანკები, მიკრობანკები, თუ არასაბანკო ფინტექები, საგადახდო თუ ვირტუალური სფეროს პროვაიდერები. რა თქმა უნდა, ეს სრულფასოვანი კონკურენცია არ არის, მაგრამ იგივე საგადახდო სფეროში საკომისიოების შემცირების მიმართულებით ეს მნიშვნელოვანია.
მთავარია, ახალი მსხვილი ბანკების გაჩენა ჩვენს ბაზარზე, რასაც ჩვენ ხელს ყოველთვის შევუწყობთ. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ახალ მემორანდუმებს ვაფორმებთ და ვხვდებით ჩვენს კოლეგებს, მათ შორის რეგიონის ქვეყნებში, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ბაზარი მიმზიდველია და შეიძლება კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ, იმისთვის რომ მსხვილი უცხოური ბანკები შემოვიდნენ. ჩვენ ბანკები, რომლებიც ძალიან ძლიერები, გამჭვირვალეები, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველმყოფები არიან, უკვე ძლიერდებიან საქართველოს ფარგლებს გარეთ. იგივე ჩვენ შეიძლება ვიხილოთ საქართველოს მიმართ ინტერესი სხვა ქვეყნების მსხვილი ბანკების მხრიდან – ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით, რადგან ეს შეუწყობს ხელს კონკურენციას“, – განაცხადა ნათია თურნავამ და იქვე დასძინა, რომ საბანკო სფეროში კონკურენტული გარემოს განვითარება „რეალურად ყველაზე ქმედითი ნაბიჯია, მათ შორის საპროცენტო განაკვეთების შემცირებ
