ჩვენი შეარაღებული ძალები თუ რამეს წარმოადგენს დღეს, დიდწილად აშშ-ს დამსახურებაა.
იმ პერიოდში დაიწყეს ამერიკელებმა ქართული არმიის წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა, ჩვენი სამხედროები დახეული ტანსაცმლით რომ დადიოდნენ და გველებს დასდევდნენ მინდვრებში, შიმშილის გრძნობა რომ მოეკლათ (კი, მართლა იყო ეგ პერიოდი). ათობით ათას რიგითს, სერჟანტსა და ოფიცერს აქვს სხვადასხვა სახის მომზადება გავლილი, რომელსაც ამერიკელები ატარებდნენ, გინდა საქართველოში, გინდა აშშ-ში, გინდა სხვა ქვეყნებში. ახლა რომ აყვედრიან ხელისუფლების წევრები, ჩვენი სამხედროები მათ უსაფრთხოებას იცავდნენო, იმ მისიებში მონაწილეობა უპირველესად ჩვენი ინტერესი იყო, რადგან უძვირფასეს გამოცდილებას ვიღებდით. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამ დანაყოფებს მთლიანად ამერიკელები ამზადებდნენ, აღჭურვავდნენ და ხელფასსაც ისინი უხდიდნენ მისიების დროს. კი, ჩვენი ინტერესი იყო, თორემ ამერიკელები ან ნატო, როგორმე ჩვენი წვლილის გარეშეც მოახერხებდნენ მისიებისთვის წარმატებით თავის გართმევას. ამერიკული დახმარების გარეშე, წარმოდგენაც არ მინდა, თუ რა მდგომარეობაში იქნებოდა ახლა ჩვენი შეიარაღებული ძალები. ამიტომ, ის, რაც ახლა ხდება, როცა აშშ ჩვენთან ურთიერთობის გადახედვის ფარგლებში როგორც წვრთნებს, ისე სამხედრო დახმარებას აჩერებს, არის სრული კატასტროფა! მითუმეტეს, იმ პირობებში, როცა ყურისძირში ომია და სასწრაფოდ გვჭირდება გადაიარაღება/დასავლურ მოდელებზე გადასვლა. იმ საბჭოთა იარაღისა და ტექნიკისთვის, რასაც ქართული არმია ფლობს, მალე მარაგნაწილებისა და ამუნიციის ყიდვასაც ან შევძლებთ ან არა. იმიტომ, რომ ვინც მათ დიდი რაოდენობით აწარმოებდა და მარაგებს ფლობდა (რუსეთი და უკრაინა), ერთიცა და მეორეც, ახლა თავად ეძებს საბჭოთა კალიბრის ჭურვებსა თუ ჯავშანტექნიკას მთელს მსოფლიოში. მოკლედ, ქოცები მზად არიან, ერთი კაცის გამო, ქვეყნის უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა დათმონ ისე, რომ უკან არ მოიხედონ და წარბიც არ შეუტოკდეთ.
ამიტომ არიან ისინი ჩვეულებრივი მოღალატეები და რაც დრო გავა, სულ უფრო შეტოპავენ თავიანთ მოღალატეობაში, თუ ჩვენვე არ გავაჩერეთ.