„ჩვენი სამშობლო ჩვენი სიამაყეა. ჩვენი სიამაყეა საქართველოს თვითმყოფადობის სამი უმთავრესი საყრდენი – მამული, ენა და სარწმუნოება“ – ირაკლი კობახიძე

ჩვენი სამშობლო ჩვენი სიამაყეა. ჩვენი სიამაყეა საქართველოს თვითმყოფადობის სამი უმთავრესი საყრდენი – მამული, ენა და სარწმუნოება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ქართველი ხალხის სიამაყეა საქართველოს თითოეული კუთხე, უნიკალური ენა და დამწერლობა და საქართველოს დედა ეკლესია.
„ჩვენი სიამაყეა ჩვენი სამშობლოს თითოეული ულამაზესი კუთხე – ულამაზესი ბუნებითა და ულამაზესი ადამიანებით; ჩვენი სიამაყეა ჩვენი უნიკალური ენა და დამწერლობა; ჩვენი სიამაყეა საქართველოს დედა ეკლესია, რომელიც ყოველთვის იყო და დღესაც არის საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი. დღევანდელ დღეს, კიდევ ერთხელ მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენს წმინდა ეკლესიას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს – ილია მეორეს, რომელმაც თავისი სიბრძნითა და ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და განმტკიცებაში“, – განაცხადა პრემიერმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს