ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი ისევ არის ევროკავშირში, ნატო-ში გაწევრიანება, თუმცა ამავდროულად ვაპირებთ, გავაღრმაოთ პარტნიორული ურთიერთობები აზიის სახელმწიფოებთან – ნიკოლოზ სამხარაძე

ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში, პირდაპირ ვიტყვი, სულელური განცხადებები კეთდებოდა იმასთან დაკავშირებით, თითქოს ჩვენ ჩინეთთან მეგობრობა გვინდა დასავლეთის საწინააღმდეგოდ. ასეთ სისულელეზე მგონი კომენტარიც არ ღირს. ეს არის მორიგი უბადრუკი მცდელობა ოპოზიციის მხრიდან, რომ ჩრდილი მიაყენონ “ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ “ქრონიკაში” განაცხადა.
სამხარაძის თქმით, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი ისევ არის ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანება, თუმცა ამავდროულად იგეგმება პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება აზიის სახელმწიფოებთან.
“სანამ ჩვენ ჩამოვიდოდით, წინა დღეს აქ იმყოფებოდა ბელგიის პრემიერ-მინისტრი, ასევე ის ადამიანები, რომლებსაც გუშინ შევხვდით, ორი დღის წინ იმყოფებოდნენ -ში და შეხვედრა ჰქონდათ ბლინკენთან. ამიტომ ჩინეთთან პარტნიორული ურთიერთობების ქონა არ ნიშნავს ვინმეს წინააღმდეგ გამოსვლას. არცერთ ქვეყანასთან არ ვმეგობრობთ ვინმეს საწინააღმდეგოდ და არ ვამყარებთ პარტნიორულ ურთიერთობებს იმისთვის, რომ ვინმეს შევეწინააღმდეგოთ. ამ მხრივ არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს. ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი ისევ არის ევროკავშირში, ნატო-ში გაწევრიანება, თუმცა ამავდროულად ვაპირებთ, რომ გავაღრმაოთ პარტნიორული ურთიერთობები აზიის სახელმწიფოებთან, იქნება ეს ჩინეთი, არაბული სახელმწიფოები, , იაპონია სამხრეთ კორეა თუ ა.შ. ფუჭი მცდელობები აქვს ოპოზიციას და თავს იგდებენ სასაცილო მდგომარეობაში. ალბათ თვითონაც კარგად ხვდებიან, რომ ფუჭად გასროლილი ვაზნებია ეს ყველაფერი”, – აღნიშნა სამხარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც გულწრფელად სჯერა, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დანაყოფები პროევროპულ ძალას წარმოადგენენ, იქნება ლუსტრაცია თუ რეალურად რით იყვნენ დაკავებული 2012 წლამდე ისინი

საგამოძიებო კომისიის შექმნას აქვს ორი მიზანი, ერთი არის სამართლებრივი შეფასება და მეორე მიზანია, ვისაც დავიწყებული აქვს, შევახსენოთ, რეალურად რას ნიშნავს რეჟიმი, იმ ახალგაზრდებმა, ვისაც ემოციის დონეზეც არ აქვთ ეს ყველაფერი განცდილი, უნდა იხილონ, მოისმინონ და შემდეგ გააკეთონ შეფასებები

ოპოზიციის წარმომადგენელი, სალომე ზურაბიშვილი გამოდის და საუბრობს ღიად, რომ ეს არის ჯილდო მისი საქმიანობისთვის. ვეთანხმებით, რომ ეს არის ჯილდო მისი აგენტურული საქმიანობისთვის და ყველანაირი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისთვის

ემოციური ფოტო იყო „მაიდნის“ დროს უკრაინაში, ჭადრაკს რომ თამაშობდნენ მომიტინგეები. ზუსტად იმავე დავალებას რომ გაძლევენ ახლა, იცი რომ გამხელენ და მაინც ჭადრაკი გაგაქვს და ფოტოებს ავრცელებ