ჩვენი პროგნოზით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 4.9%-ის დონეზეა მოსალოდნელი 2024 წელს – Galt&Taggart

ჩვენი პროგნოზით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 4.9%-ის დონეზეა მოსალოდნელი 2024 წელს, რაც გაუმჯობესებაა 2023 წლის 5.6%-დან, – ამის შესახებ Galt&Taggart-ის ყოველკვირეულ მიმოხილვაში წერია.
2024 წლის მე-3 კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დადებითმა ბალანსმა 61.4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ის 0.7% ია. მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესება ძირითადად მომსახურების ბალანსის წლიური 14.2%-ით ზრდამ და საქონლის სავაჭრო დეფიციტის 6.9%-ით შემცირებამ განაპირობა.
„ჯამურად, 2024 წლის იანვარ- სექტემბერში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი წლიურად 19.1%-ით 866.1 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა და მშპ-ის 3.5% შეადგინა (4.8% იყო 2023 წლის იანვარ-სეექტემბერში). ამასთან, თუ მიმდინარე ანგარიშიდან რეინვესტიციებს გამოვრიცხავთ (აღირიცხება როგორც მიმდინარე ანგარიშის, ისე მისი დაფინანსების წყაროს მუხლებში), მაშინ ბალანსი დადებითია 2024 წლის იანვარ-სექტემბერში და მშპ-ის 0.1%-ს შეადგენს (0.5%-იანი დადებითი ბალანსი იყო 2023 წლის იანვარ-სექტემბერშიც)“, – ნათქვამია მიმოხილვაში.