ჩვენი პოლიტიკური ძალა პრეზიდენტის არჩევის უკანონო პროცესში არ მიიღებს მონაწილეობას – გახარია

„გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, მათი პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც საკრებულოების წევრები არიან, ახალი პრეზიდენტის არჩევაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
ამასთან გახარიას თქმით, როგორც პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდა საერთაშორისო ლეგიტიმაციის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების გარეშე, 29 დეკემბერს დანიშნულ პრეზიდენტის ინაუგურაციას არ უნდა დაესწროს დემოკრატიული სამყაროს წარმომადგენლობა.
როგორც გახარია ამბობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეეცდება ეს გამოიყენოს როგორც გაყალბებული ს, უკანონო პარლამენტის, უკანონო მთავრობის და უკანონოდ არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაციის და აღიარების მისაღებად.
„ერთპარტიულად, კონსტიტუციის დარღვევით არჩეულ პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს არც ხალხის და არც საერთაშორისო საზოგადოების ლეგიტიმაცია. ფაქტობრივად, [ბიძინა ივანიშვილი] ამ გზით შეეცდება თავისი ავტორიტარული რეჟიმის გაფორმებას.
ამისთვის, ჩვენი პოლიტიკური ძალა, რომელსაც საკრებულოს წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით, „ოცნების“ და „ნაცების“ მერე საარჩევნო კოლეგიაში გვაქვს ყველაზე მეტი ხმა, პრეზიდენტის არჩევის უკანონო პროცესში არ მიიღებს მონაწილეობას. მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას და საკრებულოებში მათ წევრებს, არ მიიღონ მონაწილეობა პრეზიდენტის არჩევის უკანონო პროცესში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტს 14 დეკემბერს აირჩევენ, რომლის ინაუგურაცია 29 დეკემბერს ჩატარდება.
ბოლო პრეზიდენტია, რომელიც მოსახლეობამ პირდაპირი არჩევის წესით აირჩია. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი აირჩევა არა ხალხის პირდაპირი საარჩევნო უფლებით, არამედ საარჩევნო კოლეგიის მიერ. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შევა 300 წევრი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის და სა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საარჩევნო კოლეგიის სხვა წევრებს, ს მიერ ორგანული კანონის საფუძველზე განსაზღვრული კვოტების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან შესაბამისი პოლიტიკური პარტიები ასახელებენ.
პარლამენტის პირველი სხდომა, რომლის ლეგიტიმურობასაც არც ოპოზიცია, არც პრეზიდენტი და არც სამოქალაქო სექტორი არ აღიარებს, პროტესტის ფონზე გაიხსნა. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოს პარლამენტი ერთპარტიულად, მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრების შემადგენლობით ფუნქციონირებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი: ტრამპმა ნათელი გახადა რა პოზიცია აქვს ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე – თუ ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას 29 დეკემბერს, უნდა ელოდოს პასუხს, როგორსაც …

ჯო უილსონი – ტრამპმა ნათელი გახადა რა პოზიცია აქვს ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე – თუ ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას 29 დეკემბერს, უნდა ელოდოს პასუხს, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა