ჩვენი პოლიტიკური აქტი იყო, ოპოზიციას შეეძლო იგივე, მაგრამ ცხვირ-პირი ჩამოსტიროდა | კობახიძე დროშებზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი ამბობს, რომ პლენარულ სხდომათა დარბაზში ევროკავშირისა და საქართველოს დროშების მიტანა უმრავლესობის ინიციატივა იყო და ოპოზიციასაც შეეძლო იგივე თავისი სურვილით გაეკეთებინა. ცნობისთვის, სხდომაზე “ოცნებამ” დროშები მხოლოდ იმ ადგილებთან დადო, სადაც უმრავლესობის, მათ შორის, “ხალხის ძალის” წევრები სხედან.
“ეს გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობამ, ჩვენმა ფრაქციამ და საპარლამენტო უმრავლესობამ, ეს იყო ჩვენი პოლიტიკური აქტი. ოპოზიციას შეეძლო გაკეთებინა იგივე, შეეძლოთ მოეტანათ დროშები, თუმცა ეს არ გააკეთეს, რატომ, იმიტომ რომ მათ ჩამოსტიროდათ ცხვირ-პირი, დღეს. ზოგადად, არ ვიცი, მე ვურჩევ ოპოზიციას, რომ არ ჩამოყარონ ყურები, თუ არ უმართლებთ პოლიტიკაში, შეიძლება გაუმართლოთ სხვა საქმეში”, – ამბობს კობახიძე.
იხილეთ:
· “ოცნებამ” სასესიო დარბაზში ევროკავშირის დროშები ოპოზიციის მხარეს არ დადგა