,,ფედერალისტების” ერთ-ერთი დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
,,1. სალომე ზურაბიშვილის როლი შეიძლება იყოს მხოლოდ მაკონსოლიდირებელი – მისი მანდატიდან გამომდინარე.
დღეს, მისი ფასი იმაშია, რომ როცა გვიძახის, ყველა მივდივართ და ერთმანეთთან სალაპარაკოდ ვსხდებით, მათ შორის ისინიც – ვინც საჯაროდ ერთობაში ყოფნას გაურბის.
2. სალომე ზურაბიშვილს მისი პირადი პოზიცია თვითმმართველობის არჩევნებზე გამოხატული აქვს 5 ივნისს – არჩევნები არ არსებობს, 4 ოქტომბერს ფარსი იმართება.
3. როგორც პლატფორმის ლიდერი, ის მაკონსოლიდირებელ როლს უფრთხილდება და ტოვებს სივრცეს, რომ ესა თუ ის დელულუ ლიდერი
თავად მივიდეს სწორ დასკვნამდე, პატივმოყვარეობის შელახვის გარეშე.
4. ზურაბიშვილი ძალიან მკაფიოა, რომ თავის როლს მხოლოდ ერთობაში ხედავს.
5. ერთობა ვერანაირად ვერ შედგება ხაზარაძის გეგმის გარშემო (ლელოს გუშინდელი მარშიც ამის დასტურია).
6. ამიტომ ისიც ნათელია რომ
სალომე ზურაბიშვილი არანაირად არ აპირებს ლელოს მხარდაჭერას ეგომანიაკალურ სიგიჟეში.
7. დანარჩენი ხაზარაძეზეა – ისარგებლებს თუ არა სალომე ზურაბიშვილის სულგრძელობით და აიღებს თუ არა ხელს თვითდესტრუქციულ სიგიჟეზე.
8. ეს მალე გაირკვევა.
ჩვენი პოზიცია უცვლელია, რომ გაურკვევლობა სტრესის ყველაზე დიდი წყაროა.
ისიც ნათელია რომ ჩვენთვის ადეკვატურობაა მთავარი და
არა ერთობა – თუმცა ერთობა ადეკვატური მიზნის ირგვლივ დიდებულია და შანსს ვაძლევთ.
შანსს დროსაც ვაძლევთ, მაგრამ ლიმიტირებულს – მალე დავიწყებთ რეჟიმის ლეგიტიმაციის ეროზიის კამპანიას ხაზარაძესთან ერთად, თუ მის წინააღმდეგ (დაპირისპირება გარდაუვლად, ბუნებრივად და ლოგიკურად მოხდება ფარსის ნორმალიზატორებთან).“
