ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციაა, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს იურიდიული პირების დაფინანსება შეეზღუდოთ – ბექა დავითულიანი

უმრავლესობის წევრის ბექა დავითულიანის განცხადებით, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც იურიდიულ პირებს პოლიტიკური სუბიექტების დაფინანსებას უზღუდავს, ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციაა და მმართველი გუნდი ამ კანონპროექტის ლობისტი არ ყოფილა.
დავითულიანის განმარტებით, მმართველი გუნდი, კანონპროექტის მიღებით, ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციას ასრულებს და არანაირი სხვა მოტივი არ აქვს.
“ეს არის ჩვენი პარტნიორების რეკომენდაცია, ჩვენი ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, რომ იურიდიული პირების დაფინანსება, პოლიტიკურ სუბიექტებს შეეზღუდოთ. ჩვენ არ ვართ არც ამის ინიციატორები და არც ამის ლობისტები. ჩვენ, უბრალოდ, აღვასრულებთ ამ რეკომენდაციას. თვითონ იციან, რომ აპრიორში წააგებენ არჩევნებს და დისკრედიტაციას იწყებენ, თესლს ყრიან მიწაში, რომ მერე თქვან, თითქოს ესეც იყო პრობლემა. საერთოდ არ გვაქვს ამაზე პრინციპული პოზიცია”, – განაცხადა დავითულიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს არის ინვესტიცია არა მხოლოდ მაღალი მიღწევების სპორტში, ეს არის ინვესტიცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პაატა ჩადუნელი: მზად ვარ, რომ ხაშურისთვის მაქსიმალური გავაკეთო – ჩვენი გუნდი გააგრძელებს იმ პროექტებს, რომლებიც შექმნის გამართულ ინფრასტრუქტურას მუნიციპალიტეტში