ჩვენი ოპონენტები მუდმივად დასდევენ ხან ევროპულ და ხან რუსულ განცხადებებს, ჩვენთვის მთავარია ჩვენი ეროვნული ინტერესები და მომავალშიც ვიმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად

ჩვენი ოპონენტები მუდმივად დასდევენ ხან ევროპულ და ხან რუსულ განცხადებებს, ჩვენთვის მთავარია ჩვენი ეროვნული ინტერესები და მომავალშიც ვიმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად
ჩვენი ოპონენტები მუდმივად დასდევენ ხან ევროპულ და ხან რუსულ განცხადებებს, ჩვენთვის მთავარია ჩვენი ეროვნული ინტერესები და მომავალშიც ვიმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ხელისუფლების ერთადერთი ამოსავალი წერტილი.
„ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენ არ ვიყურებით განცხადებებისკენ სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ ვიყურებით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისკენ. ყველა ნაბიჯი იდგმება სწორედ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ეს არის ჩვენი ერთადერთი ამოსავალი წერტილი. ჩვენი ოპონენტები არიან ისინი, ვინ ხან აქეთ იყურება, ხან იქით, მუდმივად დასდევენ ხან ევროპულ და ხან რუსულ განცხადებებს. ჩვენთვის ეს არ არის მთავარი. ჩვენთვის მთავარია ჩვენი ეროვნული ინტერესები და მომავალშიც ვიმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პირველ ლედის, ქართულ ენაზეც რომ წაეკითხა სიტყვა, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა და ეს მოსდით ადამიანებს, ვისაც ზედმეტად მეტი პასუხისმგებლობა აქვთ იმ აუდიტორიასთან, რომლის წინაშეც გამოდიან

ილია მეორის სიბრძნე, სიმტკიცე და შეუდრეკელი მსახურება გახდა ის ძალა, რომელმაც გააძლიერა ეკლესია, გააერთიანა საზოგადოება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებაში – ირაკლი ჩიქოვანი

სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, თითქოს პატრიარქს ბიძინა ივანიშვილმა გადადგომა შესთავაზა – ფანტაზიის ნაყოფია. მათი მიზანი პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვა იყო, ახლა კი ცდილობენ ივანიშვილის რეპუტაცია შებღალონ