“ჩვენი მოსახლეობისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, ან მინისტრები, რადგან ეს ადამიანები პრობლემებს ვერ გადაწყვეტენ” – დავით ხაჯიშვილი

სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, ოპოზიციურ სპექტრში შეფასებები გრძელდება. გიორგი გახარიას გუნდი ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის დამტკიცების პროცესს დაესწრებიან, იმისთვის, რომ მწვავე კითხვები დაუსვან მომავალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას.
“ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რისთვისაც საპარლამენტო მუშაობას ჩვენ ვიყენებთ, არის ამ ხალხის ლუსტრაცია და საზოგადოებისთვის ჩვენება, რომ ამ ხალხს უბრალოდ სიმართლის ეშინია,” – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.
რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, ენმ-ში ამბობენ, რომ საზოგადოებისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ იქნება პრემიერი ან მინისტრები, რადგან რეალურ პრობლემებს, მათი შეფასებით, ახლანდელი მთავრობა ვერ აგვარებს.
“ჩვენი მოსახლეობისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, ან მინისტრები, იმიტომ,რომ ეს ადამიანები ვერ გადაწყვეტენ იმ პრობლემებს, რომლებიც აქვს ჩვენს მოსახლეობას და ეს არის ეკონომიკური პრობლემები, გაზრდილი ფასები, არ არის ღირსეული სამუშაოები. ეს ადამიანები ამ პრობლემებს ვერ მოაგვარებენ,” – განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.
მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებული დეტალები ხვალინდელი ყრილობის შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი. პრემიერობის კანდიდატად დასახელების შემდეგ, საკუთარ გუნდს პარლამენტს წარუდგენს. პროცესების საკანონმდებლო ორგანოში გადანაცვლებამდე, გადაწყვეტილებები ხვალ “ქართული ოცნების” პარტიულ ყრილობაზე უნდა გაფორმდეს. სწორედ ხუთშაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე უნდა დაასახელოს “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. ყრილობაზევე მოხდება მთავრობის უკვე ყოფილი მეთაურის ს ქართული ოცნების თავმჯდომარედ არჩევაც.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილიც და მისი ოჯახიც ღიად ამბობს, რომ აგრძელებენ როგორც პოლიტიკურ, ასევე საქველმოქმედო საქმიანობას და თანხების დაბრუნების არანაირი მოლოდინი არ აქვთ, ამრიგად, უსამშობლო აგენტურის სიხარული სასაცილოა

როგორც მოსალოდნელი იყო, სამართლებრივი დავა ბიძინა ივანიშვილსა და „კრედიტ სუისს“ შორის, ბიძინა ივანიშვილის უპირობო გამარჯვებით დასრულდა – სასამართლომ „კრედიტ სუისი” კეთილსინდისიერი კლიენტის მიმართ ავაზაკური ძარცვის საქმეში ყველანაირი პრინციპის დამრღვევად გამოაცხადა – ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი

ბატონ ივანიშვილს არ აქვს მოლოდინი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება და არაფორმალური მმართველები კუთვნილი აქტივის განკარგვის საშუალებას მისცემენ – მას არაერთხელ აქვს ღიად გაცხადებული პოზიცია, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები არავითარ აქტივზე არ გაიცვლება!