ჩვენი მომავალი ინტერმოდალური ტრანზიტული ფუნქციაა —

„ქართულმა ოცნებამ“ „საქართველოს რკინიგზის“ მოდერნიზაციის პროექტის დასრულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა.
„1872 წელს დაფუძნებული ქართული რკინიგზა დღეს, 153 წლის შემდეგ, ახალ ეტაპზე გადადის — ეტაპზე, რომელიც პასუხობს XXI საუკუნის გამოწვევებს, ტექნოლოგიურ სტანდარტებს და გლობალური ვაჭრობის ახალ რეალობას. პროექტის ფარგლებში აშენდა ახალი ხიდები და გვირაბები, 100-ზე მეტი საინჟინრო ნაგებობა, დაიგო დაახლოებით 100 კილომეტრი ახალი ლიანდაგი და დამონტაჟდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უსაფრთხოების სისტემები. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინვესტიცია, რაც თანამედროვე საქართველოს სატრანსპორტო სექტორში განხორციელებულა“, — განაცხადა ღონისძიებაზე „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი მ.
მისი თქმით, პროექტის დასრულებით გაიზარდა საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა, შემცირდა საოპერაციო ხარჯები, გაძლიერდა უსაფრთხოება და გაუმჯობესდა მგზავრთა კომფორტი.
კობახიძემ ისაუბრა საქართველოს როლზე შუა დერეფანში და აღვნიშნა, რომ მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცესში, როდესაც მიწოდების ჯაჭვები იცვლება, იზრდება უსაფრთხო, პროგნოზირებადი და სანდო სატრანსპორტო მარშრუტების მნიშვნელობა.
„ამ კონტექსტში საქართველოს როლი გააზრებული და სტრატეგიული გადაწყვეტილებებით გამყარებული უნდა იყოს. სწორედ ამ პოლიტიკის გამოხატულებაა საქართველოს მთავრობის ინიციატივები, ანაკლიის ნავსადგური, რკინიგზის მოდერნიზაცია და აღმოსავლეთ-დასავლეთის საგზაო ინფრასტრუქტურა. ჩვენი მომავალი სწორედ ინტერმოდალური ტრანზიტული ფუნქციაა, რომელიც ყველა სახის ტრანსპორტს ერთიან ეკოსისტემაში მოაქცევს. ამ მხრივ ასევე მნიშვნელოვანია ლოჯისტიკური პროცესების გაციფრულება, რაც აქტიურად მიმდინარეობს. შუა დერეფანი არის არა უბრალოდ ალტერნატიული გზა, არამედ ახალი სტანდარტი ევროპასა და აზიას შორის კავშირისთვის. ჩვენი მიზანია, საქართველო ჩამოყალიბდეს ამ დერეფნის საკვანძო, სანდო და შეუცვლელ რგოლად – ქვეყანად, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთების სწრაფ, უსაფრთხო და უწყვეტ გადაადგილებას. ჩვენი ხელისუფლების ამოცანაა, შუა დერეფანი საბოლოოდ იქცეს ყველაზე საიმედო, უსაფრთხო და ეფექტიან კორიდორად რეგიონში“, — აცხადებს .
მისი თქმით, აქტიურად მიდის მუშაობა ვმუშაობთ რკინიგზის საოპერაციო პროცესების ოპტიმიზაციაზე, არსებული ადმინისტრაციული ბარიერების აღმოფხვრასა და სერვისების გაციფრულებაზე, რის შედეგადაც, 2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის თბილისი-ს მონაკვეთზე მგზავრობის დრო ნახევარი საათით შემცირდება.

ასევე დაგაინტერესებთ