ჩვენი მიზანი ფინეთსა და ევროპაში რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობაა, საბოლოო ჯამში, ყველაფერი რუსეთის ქმედებებზეა დამოკიდებული

ჩვენი მიზანი ფინეთსა და ევროპაში რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობაა, საბოლოო ჯამში, ყველაფერი რუსეთის ქმედებებზეა დამოკიდებული
ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის განცხადებით, ფინეთის ურთიერთობა რუსეთთან სამუდამოდ შეიცვალა, თუმცა, ასევე მუდმივია ისიც, რომ ორი სახელმწიფო ერთმანეთის მეზობელია. სტუბის განცხადებით, ფინეთისა და ევროპის მიზანია რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობა.
“ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან სამუდამოდ შეიცვალა. ასევე მუდმივია ის, რომ ჩვენი მეზობელია. ჩვენი მიზანი ფინეთსა და ევროპაში რუსეთთან ფუნქციური და მშვიდობიანი ურთიერთობაა. საბოლოო ჯამში, ყველაფერი რუსეთის ქმედებებზეა დამოკიდებული,” – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა. ალექსანდრ სტუბმა ასევე აღნიშნა, რომ “საგარეო პოლიტიკა არასდროს არის შავ-თეთრი; ის სავსეა ნაცრისფერი ელფერებით. ფინეთის ინტერესებშია, რომ სამყარო ისეთი დაინახოს, როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც ჩვენ გვსურს, რომ იყოს.”

ასევე დაგაინტერესებთ

პირველ ლედის, ქართულ ენაზეც რომ წაეკითხა სიტყვა, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა და ეს მოსდით ადამიანებს, ვისაც ზედმეტად მეტი პასუხისმგებლობა აქვთ იმ აუდიტორიასთან, რომლის წინაშეც გამოდიან

ილია მეორის სიბრძნე, სიმტკიცე და შეუდრეკელი მსახურება გახდა ის ძალა, რომელმაც გააძლიერა ეკლესია, გააერთიანა საზოგადოება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებაში – ირაკლი ჩიქოვანი

სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, თითქოს პატრიარქს ბიძინა ივანიშვილმა გადადგომა შესთავაზა – ფანტაზიის ნაყოფია. მათი მიზანი პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვა იყო, ახლა კი ცდილობენ ივანიშვილის რეპუტაცია შებღალონ