ჩვენი მიზანია, 2030 წლისთვის ყველაზე უკეთ ვიყოთ მომზადებული, იმისთვის რომ მივიღოთ EU-ის წევრი ქვეყნის სტატუსი – კობახიძე

ჩვენი მიზანია და ეს აუცილებლად ასე იქნება, 2023 წლისთვის ვიყოთ ყველაზე უკეთ მომზადებული კანდიდატ ქვეყნებს შორის იმისთვის, რომ მივიღოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მ პარლამენტში, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების ერთობლივ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა.
„ჩვენი საგარეო პოლიტიკა ქვეყნის საგარეო პოზიციების გაძლიერებაზე იქნება მიმართული. ჩვენი უმთავრესი მიზანი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაციაა, რაც ხელისუფლების ორგანოების კონსტიტუციურ ამოცანად განისაზღვრა. კანდიდატის სტატუსის მიღება იყო უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური აქტი, ევროინტეგრაციის მიმართულებით. აქტიურად გაგრძელდება ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. გაგრძელდება ასევე 9 პუნქტის შესრულებაზე მუშაობა, რისთვისაც მთავრობას უკვე დამტკიცებული აქვს შესაბამისი სამოქმედო გეგმა. ჩვენი მიზანია და ეს აუცილებლად ასე იქნება, ვიყოთ ყველაზე უკეთ მომზადებული კანდიდატ ქვეყნებს შორის იმისთვის, რომ მივიღოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ