ჩვენი მიზანია, რომ იყოს ორი ძირითადი კერა, თბილისი და ქუთაისი, სადაც უნივერსიტეტებში ერთობლიობაში იქნება უზრუნველყოფილი ყველა სპეციალობით უმაღლესი განათლების მიწოდება სტუდენტებისთვის – ირაკლი კობახიძე

ჩვენი მიზანია, რომ იყოს ორი ძირითადი კერა, თბილისი და ქუთაისი, სადაც უნივერსიტეტებში ერთობლიობაში იქნება უზრუნველყოფილი ყველა სპეციალობით უმაღლესი განათლების მიწოდება სტუდენტებისთვის –
ჩვენი მიზანია, რომ იყოს ორი ძირითადი კერა, თბილისი და ქუთაისი, სადაც უნივერსიტეტებში ერთობლიობაში იქნება უზრუნველყოფილი ყველა სპეციალობით უმაღლესი განათლების მიწოდება სტუდენტებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქუთაისის გარდაქმნა სრულფასოვან საუნივერსიტეტო ქალაქად, იქნება საუკეთესო პასუხი იმ გამოწვევებზე, რომელიც აქვს ამ ქალაქს და სისტემას ზოგადად კონცენტრაციის კუთხით.
„რადგან ჭარბი კონცენტრაცია განისაზღვრა როგორც გამოწვევა, ვფიქრობთ, რომ ჩვენი კონცეფცია უნდა იყოს ორიენტებული უმაღლესი განათლების სისტემის გეოგრაფიულ დეკონცენტრაციაზე და როგორ შეიძლება ამის მიღწევა. პირველ რიგში ჩვენ განვსაზღვრეთ ასეთი მიზანი, რომ თბილისთან ერთად ქვეყანაში უნდა შეიქმნას მეორე ძირითადი საუნივერსიტეტო კერა ქალაქ ქუთაისში, რომელიც თავისი მნიშვნელობით ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული ქალაქია. თავის დროზე, მოგეხსენებათ, ინდუსტრიული ქალაქი იყო ქუთაისი, საბჭოთა პერიოდში ასე განვითარდა და შემდეგ 90-იან წლებში დაკარგა თავისი ინდუსტრიული ფუნქცია, ახალი ფუნქცია ვერ შეიძინა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქუთაისის გარდაქმნა სრულფასოვან საუნივერსიტეტო ქალაქად, იქნება საუკეთესო პასუხი იმ გამოწვევებზე, რომელიც აქვს ამ ქალაქის და ჩვენს სისტემას ზოგადად კონცენტრაციის კუთხით. მით უმეტეს, რომ ქუთაისთან არის დაკავშირებული ჩვენი აკადემიური ტრადიციები, გელათის აკადემია. ყველა თვალსაზრისით ვფიქრობთ, რომ ქუთაისი სწორად არის ჩვენი მხრიდან შერჩეული როგორც რიგით მეორე საუნივერსიტეტო კერის განვითარებისთვის.
საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანია, რომ იყოს ორი ძირითადი კერა, თბილისი და ქუთაისი, სადაც უნივერსიტეტებში ერთობლიობაში იქნება უზრუნველყოფილი ყველა სპეციალობით უმაღლესი განათლების მიწოდება სტუდენტებისთვის. აქ არის ჩამოთვლილი სპეციალობები ჰუმანიტარული მეცნიერებები, ზუსტი და საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიები, სამართალი, სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებები, უცხო ენები, პედაგოგიკა, ანუ ეს ორი ქალაქი ვფიქრობთ, რომ უნდა ფარავდეს აბსოლუტურად ყველა მიმართულებას, რასაც მოიაზრებს ზოგადად უმაღლესი განათლების სისტემა. ასევე ამასთან ერთად, გვინდა რომ გავაფართოოთ სხვა რეგიონული უნივერსიტეტის შესაძლებლობებიც ეს არის , ზუგდიდი, ახალციხე, გორი და თელავი, სადაც შესაძლებელია, რომ კიდევ უფრო მეტად დაიტვირთოს არსებული რეგიონული უნივერსიტეტები. ვფიქრობთ, რომ აქ განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს ორ მიმართულებაზე, ეს არის აგრარული მიმართულება და ეს არის პედაგოგიკა. ამისათვის საჭირო იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, ზოგადად ამ უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარება და ამაზეც იზრუნებს რა თქმა უნდა, სახელმწიფო. ასევე თბილისში მოქმედი სახელოვნებო-სპორტული უნივერსიტეტები სასულიერო სემინარიები, ამ მიმართულებითაც ბევრი რამის გაუმჯობესება შეიძლება და ამაზეც არის ყურადღება გამახვილებული ჩვენს კონცეფციაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.