“ჩვენი მიზანია, ევროპული სტანდარტების დანერგვა ონლაინ ბიზნესვაჭრობაში რაც გააუმჯობესებს გარემოს” – სანდრო კვერღელიძე

ბიზნესვაჭრობა – ასეთი სახელწოდებით ბაზარზე ახალი მომსახურება გამოჩნდა. ონლაინ ბიზნესვაჭრობის პროექტი, მომსახურების რამდენიმე სერვისს აერთიანებს, რომელიც კომერციული ფართების, მიწის ნაკვეთების, საწარმოს თუ სხვა ბიზნეს ობიექტის ყიდვა/გაყიდვას გულისხმობს.
“ბიზნესვაჭრობის პლატფორმა ახალ სტანდარტს ქმნის ბაზარზე, რომელიც ბიზნესის ყიდვა-გაყიდვით, ბიზნესში პარტნიორობით ან ინვესტირებით დაინტერესებულ პირებს ერთმანეთთან აკავშირებს და ბაზარზე ამკვიდრებს ბიზნესვაჭრობის ახალ კულტურას”, – ასე აფასებს BMG-სთან bt.ge-ის(ბითიჯი) პროექტების მენეჯერი სანდრო კვერღელიძე, პროექტს, რომელმაც რამდენიმე თვეა სტარტი აიღო.
“ბიზნეს ვაჭრობის აუქციონის ფორმა ხშირად ერთადერთი შესაძლებლობაა, რომ განისაზღვროს აქტივის რეალური საბაზრო ღირებულება: საწყის ეტაპზე ვაჭრობა იწყება მესაკუთრის მიერ მითითებული ფასით. თუ არ გაიყიდა, შემდეგ უკვე მესაკუთრესთან შეთანხმებით, იყიდება 70%-იანი ან/და 50%-იანი ფასდაკლებით. ანუ როცა რეალურად და სწრაფად გვინდა აქტივის გაყიდვა, აუქციონის ფორმით ბიზნეს ვაჭრობა ყველაზე ეფექტური გზაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბიზნესვაჭრობა დასავლური სტანდარტებით ხორციელდებოდეს, ამიტომ ვაპირებთ ბაზარზე ბიზნეს ბროკერის სერვისი დავნერგოთ, რომელიც ახალი სიტყვაა ამ სფეროში და ჩვენი გამოცდილი გუნდით შევუწყოთ ხელი ვაჭრობის განვითარებას.” ამბობს bt.ge-ის პროექტების მენეჯერი.