ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ბევრი უსამართლო შეფასებების მიუხედავად, საქართველო მაინც თანმიმდევრულად აგრძელებს ამ გზას

ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ბევრი უსამართლო შეფასებების მიუხედავად, საქართველო მაინც თანმიმდევრულად აგრძელებს ამ გზას
ჩვენ გვაქვს ორი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, ეს არის ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიზიტით იმყოფება.
მისი თქმით, ბევრი უსამართლო შეფასებების მიუხედავად, საქართველო მაინც თანმიმდევრულად აგრძელებს ამ გზას.
„ჩვენ გვაქვს ორი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, ეს არის ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ჩვენ ამ მიმართულებით ყოველდღიურ რეჟიმში, თანმიმდევრულად ვმუშაობთ. ჩვენი მოსახლეობა თავად ხედავს, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრი უსამართლო შეფასებებისა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, საქართველო მაინც თანმიმდევრულად აგრძელებს ამ გზას, რომელიც არის ჩვენი მომავალი. ჩვენმა ხელისუფლებამ შეუქცევადად ვაქციეთ ეს პროცესი და ეს აუცილებლად მომავალშიც გაგრძელდება. საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
Previous: ბევრი ინანებს იმ დაპირისპირებას, რაც ამ კანონს მოჰყვა – მარიამ ლაშხი

ასევე დაგაინტერესებთ

პირველ ლედის, ქართულ ენაზეც რომ წაეკითხა სიტყვა, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა და ეს მოსდით ადამიანებს, ვისაც ზედმეტად მეტი პასუხისმგებლობა აქვთ იმ აუდიტორიასთან, რომლის წინაშეც გამოდიან

ილია მეორის სიბრძნე, სიმტკიცე და შეუდრეკელი მსახურება გახდა ის ძალა, რომელმაც გააძლიერა ეკლესია, გააერთიანა საზოგადოება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებაში – ირაკლი ჩიქოვანი

სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, თითქოს პატრიარქს ბიძინა ივანიშვილმა გადადგომა შესთავაზა – ფანტაზიის ნაყოფია. მათი მიზანი პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვა იყო, ახლა კი ცდილობენ ივანიშვილის რეპუტაცია შებღალონ