ჩვენი მარადიული კრიტიკოსის, ფონ დერ ლაიენის მეთაურობით, ევროკომისია გადასახადის გადამხდელთა ფულს იყენებდა ლობისტების დასაქირავებლად, მიზანს წარმოადგენდა “მწვანე დღის წესრიგის” გამოყენებით სხვადასხვა ხელშეკრულების ტორპედირება – ამავე სცენარის ნაწილი მგონია ჰესების წინააღმდეგ არგუმენტაციის გარეშე ისტერიული გამოხდომები

ჩვენი მარადიული კრიტიკოსის, ფონ დერ ლაიენის მეთაურობით, ევროკომისია გადასახადის გადამხდელთა ფულს იყენებდა ლობისტების დასაქირავებლად, მიზანს წარმოადგენდა “მწვანე დღის წესრიგის” გამოყენებით სხვადასხვა ხელშეკრულების ტორპედირება – ამავე სცენარის ნაწილი მგონია ჰესების წინააღმდეგ არგუმენტაციის გარეშე ისტერიული გამოხდომები
ირკვევა, რომ ჩვენი მარადიული კრიტიკოსის ს მეთაურობით, ევროკავშირის კომისია, გადასახადის გადამხდელთა ფულს იყენებდა ლობისტების დასაქირავებლად, მიზანს წარმოადგენდა “მწვანე დღის წესრიგის” გამოყენებით სხვადასხვა ხელშეკრულებების ტორპედირება და ენერგეტიკული კარტელების ინტერესების დაცვა.
საეჭვო ლობისტური კამპანიების დასაქირავებლად, გარემოსდაცვითი ორგანიზაციებისათვის მომსახურებისათვის- მათ შორის ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების და სამხრეთ ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების წინააღმდეგ მიმართული მიზნობრივი ქმედებებისთვის, – ამის შესახებ “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ბიძინა გიორგობიანი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, როდესაც თბილისური “პროტესტების” ბუნებას ვაკვირდებით, აშკარად ჩანს იგივე სცენარები რაც ბრიუსელიდან სხვა ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენება.
გიორგობიანი მიიჩნევს, რომ ამავე სცენარის ნაწილია ჰესების წინააღმდეგ ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე ისტერიული გამოხდომები, ვინაიდან, ის ეკოლოგიური და გარემოსდამცველი მოძრაობები, რომლებიც მართლა ქვეყნის ინტერესებს, ლანდშაფტს, ბიომრავალფეროვნებას, ადამიანთა საცხოვრებელ გარემოს და სოციალურ თნასწორობას იცავდნენ, დიდი ხანია ისტორიას ჩაბარდა.
“ირკვევა, რომ ჩვენი მარადიული კრიტიკოსის ურსულა ფონ დერ ლაიენის მეთაურობით, ევროკავშირის კომისია, გადასახადის გადამხდელთა ფულს იყენებდა ლობისტების დასაქირავებლად, მიზანს წარმოადგენდა “მწვანე დღის წესრიგის” გამოყენებით სხვადასხვა ხელშეკრულებების ტორპედირება და ენერგეტიკული კარტელების ინტერესების დაცვა.
საეჭვო ლობისტური კამპანიების დასაქირავებლად, გარემოსდაცვითი ორგანიზაციებისათვის მომსახურებისათვის- მათ შორის ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების და სამხრეთ ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების წინააღმდეგ მიმართული მიზნობრივი ქმედებებისთვის.
ამას ადასტურებს Welt am Sonntag-ის ექსკლუზიური გამოძიებები, რომლებიც აქამდე საიდუმლო დოკუმენტებზე იყო დაფუძნებული.
ანგარიშის თანახმად NGO “Client Earth”დაახლოებით 350,000 ევრო მიიღო გერმანიის ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების წინააღმდეგ სარჩელის შესატანად. კონტრაქტის თანახმად, ეს მიზნად ისახავდა „ოპერატორებისთვის ფინანსური და სამართლებრივი რისკის“ გაზრდას. სიმბოლური პროტესტები, როგორიცაა ბრანდენბურგში Kraftwerk Jänschwalde-ს წინ ქვანახშირის რკინიგზის პარალიზება, სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილი ყოფილიყო.
NGO Friends of the Earth ასევე ისარგებლა ასეთი დაფინანსებით:
ანგარიშის თანახმად, მან 700,000 ევროს მხარდაჭერა მიიღო – დაგეგმილი EU-Mercosur თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ჩაშლა. ცინიზმის მწვერვალია, რომ
სწორედ ევროკავშირის კომისიას დაევალა ოფიციალურად ამ შეთანხმების მოლაპარაკება წევრი სახელმწიფოებისა და პარლამენტის ინტერესებიდან გამომდინარე. როგორც ირკვევა სწორედ EU კომისია აფინანსებდა ხელშეკრულების საწინააღმდეგო მოძრაობას რაც თითქოს თვითონ უნდა მიეღო.
ევროპარლამენტარების თქმით, ევროკავშირის პარლამენტის საბიუჯეტო კონტროლის კომიტეტის მიერ მოძიებული შიდა დოკუმენტები ფარავენ ლობისტურ საქმიანობას, რომელიც ცდება კომისიის ოფიციალური მიზნებს. ეს დოკუმენტები მოიცავს ევროპარლამენტარებზე გავლენის მოხდენის მცდელობებს პესტიციდებსა და ქიმიკატებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი კენჭისყრების წინ.
გადახდები 2022 წლით თარიღდება და ფინანსირდებოდა ევროკავშირის ბიუჯეტის სახსრებით – მათ შორის გერმანელი გადასახადის გადამხდელების ფულით. კრიტიკოსები საუბრობენ „ევროკავშირის კომისიის ფარგლებში პარალელურ სტრატეგიაზე“, რომელიც ძირს უთხრის ძირითად ეკონომიკურ და სავაჭრო პოლიტიკის მიზნებს. მოკვლევის პარალელურად საქართველოს დიდ “მეგობარ”ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენზე იზრდება ზეწოლა პოლიტიკური პასუხისმგებლობის მიზნით.
სწორედ ზემოთქმული ლობისტების მრავალწლიანი მუშობის შედეგად გაჩერდა ყველა, უკანასკნელი თაობის და ყოვლად უსაფრთხო 37 ატომური სადგური გერმანიაში, ასევე ყველა ქვანახშირზე მომუშვე სადგური და ეს ფაქტი მეინსტრიმულ მედიაში დიდი ზეიმით აღინიშნა.
ევროპის ეკონომიკის გული გერმანია, 21 საუკუნეში დარჩა, მზის და ქარის ენერგიების ამარა, თითქმის გარდაუვალი დეინდუსტრიალიზაციის და ენერგეტიკული კოლაფსის წინაშე.
აქვე უნდა ითქვას, რომ საფრანგეთში 57 ატომური სადგური მუშობს და იქაურ მწვანე “აკაცუკებს” ეს არ ადარდებთ.
სწორედ ამიტომ, როდესაც თბილისური “პროტესტების” ბუნებას ვაკვირდებით, აშკარად ჩანს იგივე სცენარები რაც ბრიუსელიდან სხვა ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენება. ამავე სცენარის ნაწილი მგონია მე პირადად ჰესების წინააღმდეგ ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე ისტერიული გამოხდომები. ის ეკოლოგიური და გარემოსდამცველი მოძრაობები, რომლებიც მართლა ქვეყნის ინტერესებს, ლანდშაფტს, ბიომრავალფეროვნებას, ადამიანთა საცხოვრებელ გარემოს და სოციალურ თნასწორობას იცავდნენ, დიდი ხანია ისტორიას ჩაბარდა. დღეს კრიმინალთნ გადაჯაჭვული, ფინანსური ჯგუფების შეკვეთით და დაფინანსებით დადგმული სცენები გვხვდება.” – წერს ბიძინა გიორგობიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ბევრი მეტყვის რაღა დროს ნაცების შედარებააო, მაგრამ არც ერთ ერს არ აქვს მომავალი, რომელიც წარსულს დაივიწყებს – სანაიაც ამიტომ არის დიდ გულზე, მომღიმარი. იცის, რომ არავინ ზედმეტად არ შეეხება და აგზავნის ჰაეროვან კოცნებს

2025 წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით, სახელმწიფოს საკუთრებაში სხვადასხვა ანგარიშზე ჯამში 6.9 მლრდ ლარის ნაᲨთია, იანვარ-სექტემბრის ბიუჯეტის შემოსავლები 102.5 %-ით შესრულდა – ამას ვწერ იმიტომ, რომ ეკონომიკაც უზარმაზარი ფაქტორია რომელიც პოლიტიკაზე და სოციალურ სტრუქტურაზე ახდენს გავლენას და Ჩვენ არც ამას ვიმᲩნევთ

მარგუს ცაჰკნას პარტიამ ესტონეთის მუნიციპალურ არჩევნებში ხმათა 1,7% მიიღო, საკუთარ ქვეყანაში არაფრით გამორჩეული და ჭიჭეს დონის პოლიტიკოსი ზოგიერთი ქართველისთვის მეტრად და მისაბაძ ადამიანად იქცა – სწორედ ეს არის ეროვნული ტრაგედია