ჩვენი ,,კუპონა“ ტყუილებში აიჭრა

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე რომან გოცირიძის მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
,,რომან გოცირიძე, ჩვენი ,,კუპონა“ ტყუილებში აიჭრა:
• ჯერ ამბობდა სებ-ს საცავი არ უვარგაო – ახლა აღმოჩნდა რომ ყველაზე დაცული საცავი აქვს…
• სებ-მა რეზერვები გაყიდა – არ უნდა გაეყიდაო…
• სებ-მა რეზერვები იყიდა – რატომ იყიდაო…
• ლარის კურსი მყარდება – არ უნდა გამყარდეს ეს სებ-ის მანიპულაციააო…
• ლარი უფასურდება – არ უნდა გაუფასურდეს ეს სებ-ის ბრალიაო…
• სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შეამცირა – არ უნდა შეემცირებინაო…
• სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვა – უნდა გაეზარდაო…
კიდევ კარგი, საბედნიეროდ, სებ-ი და სრულიად ერი რომანას ჭკუაზე არ დადის, თორემ ხომ დავიღუპებოდით?
ისევ, საკუთარი თავი გამოიძახო ჯობია შაბათ-კვირას სამსახურში და ზე-განაკვეთურები გამოიწერო, დღემდე ლეგენდები რომ დადის ეროვნულ ბანკში
P.S. კიდევ ის მოჰყევი, ნიკო ნიკოლაძის უკვე დაბეჭდილი კუპიურა, როგორ გადაგახია თავზე სააკაშვილმა.
მოკლედ, 200-იან ბანკნოტზე ნიკოლაძე დააბეჭდვინა გოცირიძემ. (ნიკოლაძის შთამომავლობით ზურაბიშვილი ყელყელაობდა მაშინ)
ჰო და – იმ პერიოდს დაემთხვა, სალომე ზურაბიშვილი რომ გადადგა მინისტრობიდან და ამაზე გამწარებულმა სააკაშვილმა გული რომან გოცირიძეზე იყარა – დაიბარა თავისთან და ახალი დაბეჭდილი 200 ლარიანი კუპიურა სულ “პიქსელპიქსელ” გადააყლაპა“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება