“ჩვენი კონსტრუქციული დიალოგი” – რას წერს პრემიერი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ

„ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ფარგლებში მქონდა ალან ბერსესთან შეხვედრის პატივი. ჩვენი კონსტრუქციული დიალოგი შეეხო ამჟამინდელ გამოწვევებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. ჩვენთვის სასიხარულოა პარტნიორობის გაღრმავება ევროპის საბჭოსთან – წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელიც ასრულებს არსებით როლს დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებაში ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ”