„ჩვენი კომპანიის იმპორტი სტაბილურია ყველა ბაზარზე“ – „ბადაგონის“ დამფუძნებელი

,,ბადაგონი“ იმ 10 ექსპორტიორ კომპანიას შორის არის, რომელიც ს ფედერაციაში ყველაზე მეტ პროდუქტს ყიდის. ,,კომერსანტი“ კომპანიის დამფუძნებელს გოგი სალაყაიას დაუკავშირდა. დავინტერესდით, გაწევრიანდა თუ არა ,,ბადაგონი“ ქართულ-რუსულ ბიზნეს ასოციაციაში. კითხვაზე საპასუხოდ გოგი სალაყაია განაცხადა, რომ მისი კომპანია ბიზნეს ასოციაციის წევრი არ არის და მეტიც, მას მსგავსი ორგანიზაციის შექმნის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
,,აზრზე არ ვარ რა ასოციაციაზეა ლაპარაკი. არ ვართ წევრი. ჩვენ არც ქართული ღვინის ასოციაციის წევრები არ ვართ. არ გქონდა ინფორმაცია თუ ასეთი ასოციაცია იქმნებოდა.”- აცხადებს გოგი სალაყაია.
ბიზნესმენს ვკითხეთ, შეუწყობს თუ არა ხელს მსგავსი ბიზნეს ასოციაციის ფუნქციონირება ქართული კომპანიების მუშაობას რუსულ ბაზარზე? ამ კითხვაზე გოგი სალაყაიამ განაცხადა, რომ ასოციაციის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და ვერ გვიპასუხებს.
,,კომერსანტი” ასევე დაინტერესდა, როგორია ,,ბადაგონის“ საიმპორტო მაჩვენებელი რუსულ ბაზარზე და ამ მიმართულებით რაიმე ცვლილება ხომ არ არის. ,,ჩვენი კომპანიის იმპორტი სტაბილურია ყველა ბაზარზე.”- ასე გვიპასუხა გოგი სალაყაიამ აღნიშნულ კითხვაზე. მან დამატებითი დეტალების შესახებ საუბარი არ ისურვა.