ჩვენი კომისიის საქმიანობა არ ემსახურება მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაციას, ის უკვე არის დისკრედიტირებული ვინაიდან, როგორც აქ მოსმენილი ფაქტებით ირკვევა, ბატონი მამუკა და „“ ბანკი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს გარკვეული ტიპის ხელის ბიჭები იყვნენ

ჩვენი კომისიის საქმიანობა არ ემსახურება მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაციას, ის უკვე არის დისკრედიტირებული ვინაიდან, როგორც აქ მოსმენილი ფაქტებით ირკვევა, ბატონი მამუკა და „“ ბანკი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს გარკვეული ტიპის ხელის ბიჭები იყვნენ
„ჩვენი კომისიის საქმიანობა არ ემსახურება ბატონი მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაციას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის უკვე არის დისკრედიტირებული“,-ამის შესახებ პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა მამუკა ხაზარაძის განცხადების პასუხად განაცხადა.
როგორც წულუკიანმა საზოგადოებისთვის განმარტა, ს დღეს აქვს ბრალდებულის სტატუსი. სასამართლო პროცესები წინ არის და აპრილი-მაისის თვის განმავლობაში, შევიტყობთ რა იქნება განაჩენი, რომელიც მასთან დაკავშირებით გამოვა.
„გუშინ ვნახეთ, რომ ბატონი მამუკა იყო წარდგენილი სასამართლოს წინაშე ბრალდებულის სახით. მას დღეს აქვს ბრალდებულის სტატუსი და მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ბატონი მამუკა თავისი გასამართლების პროცესს უნდა დაელოდოს შინ, მაგრამ ამისთვის უნდა გადაიხადოს 50 ათასი ლარის ოდენობის გირაო. რა თქმა უნდა, ეს არ არის არც განაჩენი და არც გასამართლება. სასამართლო პროცესები წინ არის და ჩვენ აპრილი-მაისის თვის განმავლობაში, როგორც ამას ითვალისწინებს კანონით დადგენილი ვადები, შევიტყობთ რა იქნება განაჩენი, რომელიც მასთან დაკავშირებით გამოვა.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მას ვუპასუხო, როდესაც კომისიას მან ბრალი დასდო იმაში, თითქოს ჩვენი საქმიანობა ემსახურება მის დისკრედიტაციას. ჩვენი კომისიის საქმიანობა არ ემსახურება ბატონი მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაციას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის უკვე არის დისკრედიტირებული, ვინაიდან, როგორც აქ მოსმენილი ფაქტებით ირკვევა ბატონი მამუკა და „თიბისი“ ბანკი მაშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს იყვნენ რეალურად გარკვეული ტიპის ხელის ბიჭები, რომლებიც თავს აყენებინებდნენ და „თიბისი“ ბანკს აყენებინებდნენ მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს და სხვებს იმისათვის, რომ მშრომელი ადამიანების საკუთრების უფლება შელახულიყო და მაშინ არც იმას არ ერიდებოდა ბატონი მამუკა და როგორც ჩანს, არც ბატონი ბადრი, სინდისი არ ქენჯნიდათ, როდესაც ეს ადამიანები გაუძალიანდებოდნენ სისტემას, ისინი ხვდებოდნენ საპატიმროში, მათ აწამებდნენ და ეპყრობოდნენ არაადამიანურად. ეს არის ბატონი მამუკა ხაზარაძის მთელი ავანჩავანი და ანი და ჰოე“.-განაცხადა თეა წულუკიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნებისმიერი კონფლიქტის დასრულება დიალოგით ან ძალისმიერად არის შესაძლებელი- გადაცემაში სტუმრობაზე ლადო ბურდულის უარი კიდე უფრო მიმყარებს აზრს, რომ ერთადერთი მხარე, რომელიც დიალოგზე არასდროს აცხადებს თანხმობას, ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ადამიანებისგან შედგება

პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) საპარლამენტო ჯგუფმა გერმანიის ფედერალურ მთავრობას საქართველოსთან დაკავშირებით ახალი სადეპუტატო კითხვებით მიმართა, რომელიც მთავრობის მიერ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას ეხება

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი იქცა რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის ქმედით ინსტრუმენტად, სადაც იდეები რეალურ პროექტებად გარდაიქმნება, ის ყოველთვის იყო და იქნება რეგიონული დიალოგის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა