ჩვენი კარი დაიკეტება NGO-ებისთვის, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევენ | არძინბა

16 ნოემბერს ს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, მ შეხვედრა გამართა სოხუმში მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების ხელმძღვანელებთან.
აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ურთიერთქმედების აქტუალური საკითხები და საერთაშორისო სტრუქტურების პროექტების კოორდინაციის ახალი მიდგომები, რაც მალე აისახება “ოფიციალურ” დოკუმენტში – აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას ბრძანებულებაში.
არძინბამ თქვა, რომ გაეროს სააგენტოებმა უარი განაცხადეს შეხვედრაში მონაწილეობაზე, რაც აღიქმება, როგორც არაგამჭვირვალე საქმიანობის დადასტურება და ინფორმაციის დამალვის მცდელობა.
“მათთვის, ვისაც სურს გაანადგუროს აფხაზურ-რუსული ურთიერთობები და აფხაზეთის რესპუბლიკა „ოკუპირებულ ტერიტორიად“ განიხილოს, უახლოეს მომავალში ჩვენი კარი დაიკეტება”, – თქვა მან.
არძინბას თქმით, -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთში ხორციელდება პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს “კრემლის მავნე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას”, ასევე “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას”.
ე.წ. მინისტრი ამტკიცებს, რომ გაეროს სააგენტოები დეზინფორმაციას აწვდიან აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ პროექტების რეალური მიზნებისა და ამოცანების შესახებ, რომლებსაც ისინი ახორციელებენ.

ასევე დაგაინტერესებთ