თორნიკე შენგელიას სახელი და გვარი იმ ადამიანებმაც კარგად იციან, ვინც კალათბურთის გულშემატკივარი არ არის – ქართული სპორტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, შრომისმოყვარე, ერთგული და წარმატებული ახალგაზრდა ვარსკვლავი ჩვენს გაოცებას არ წყვეტს. მის მიმართ ინტერესი კი ერთი ორად გაიზარდა ახლა, როცა საკალათბურთო სამყარო ამ სპორტის მთავარ ტურნირს – ევრობასკეტს ადევნებს თვალს.
ამ სტატიაში გვინდა, უფრო ახლოს გაგაცნოთ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელიც ღირსეულად იცავს ნაკრების ღირსებას.
თორნიკე შენგელიას მამა, კახა შენგელია კალათბურთელი იყო და 1990-იან წლებში საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდა.
„მამაჩემი კალათბურთელი იყო, ჩემი იდეალი. მისი თამაშების ყურებით ვისწავლე და შემიყვარდა კალათბურთი. ავიღე მისგან ხასიათი და მენტალიტეტი. ყოველთვის ძლიერად, ენერგიულად თამაშობდა. მტკიცე ხასიათით გამოირჩეოდა“, – ამბობდა თორნიკე. თორნიკეს ერთი და ჰყავს.
თორნიკე შენგელიას მეუღლე მოდელი სალომე ჯუღელია. წყვილი 2013 წელს დაოჯახდა და მალევე ამერიკაში გადავიდნენ საცხოვრებლად. სალომე ზაზა ფაჩულიას დეიდაშვილია. ამ დროს ის საფრანგეთში იწყობდა მოდელის კარიერას. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს სალომეს ფოტოები ჟურნალ Vogue-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სალომე ფრანგი სტილისტის, ლაურენტ ფილიპონის ვარცხნილობით პოზირებდა.
თორნიკე მომავალ მეუღლეს ზაზა ფაჩულიას შვილის ნათლობაში შეხვდა და როგორც მოგვიანებით თიკა ალავიძე-ფაჩუილიამ გაამხილა, კალათბურთელი მოდელით პირველივე დანახვისთანავე მოიხიბლა და გოგონას შესახებ ყველაფერი მისი დეიდაშვილისგან გაიგო. ურთიერთობა სოციალური ქსელით გაგრძელდა და მალე იქორწინეს. წყვილს 3 ვაჟი ჰყავს.
“თორნიკე ძალიან ყურადღებიანია, ფანტასტიკური მამაა. ბავშვები გიჟდებიან, ისე უყვართ. როგორც მეუღლე, თბილია და მხიარული. მოედანზე რომ ჩანს, ისეთი სერიოზული არ არის”, – ამბობს თორნიკეს მეუღლე.
თორნიკე შენგელია 1991 წლის 5 ოქტომბერს დაიბადა.
2012 წლის 28 ივნისს, თორნიკე არჩეულ იქნა 54 ნომრად ფილადელფია სიქსერსის მიერ. შემდეგ ფილადელფია სიქსერსმა იგი გაცვალა ბრუკლინ ნეტსის სხვა კალათბურთელში. 18 ივლისს შენგელიამ ხელი მოაწერა კონტრაქტს ბრუკლინ ნეტსთან.
2014 წლის 21 ივნისს შეუერთდა „ბასკონიას“ რომელთან ერთადაც ესპანეთის ჩემპიონობა მოიპოვა.
2020 წლის 9 ივლისს გადავიდა რუსულ მოსკოვის „ცსკა“-ში, რასაც მოჰყვა კრიტიკა საზოგადოების მხრიდან, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:
„ჩემთვის სამწუხაროა და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლასთან დაკავშირებით“.
შენგელია 2022 წლიდან “ვირტუს ბოლონიას” ღირსებას იცავდა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თორნიკემ 2022 წელს magistris xarisxi moipova sportis menejmentis mimarTulebiT.
“ჩემთვის ეს განსაკუთრებულია! მივიღე მაგისტრის ხარისხი სპორტის მენეჯმენტსა და იურიდიულ უნარებში. ვიქნები გულწრფელი და ვიტყვი, ეს არ იყო მარტივი, მაგრამ მარტივი არაფერი არ არის. მინდა ამით ახალგაზრდა თაობას შევძინო მოტივაცია და იმის რწმენა, რომ სტერეოტიპი – სწავლა და სპორტი ერთმანეთს არ უთავსდება, დამსხვრევადია.
საბოლოოდ, ყველაფერი ნებისყოფაზე, მონდომებასა და დროის სწორად გადანაწილებაზე გადის. არასდროს არის ადრე, ან გვიან, რომ იფიქრო მომავლის გეგმებზე. დაიმახსოვრე, ყოველთვის ირწმუნე შენს თავში და ყოველთვის ილიდერე მაგალითით. მინდა, მადლობა გადავუხადო elpa-ს ამ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის და იმისთვის, რომ ზრუნავს მოთამაშეებზე პარკეტსა და პარკეტს მიღმა. ასევე, მადლობა ISDE უნივერსიტეტს ამ არაჩვეულებრივი, მრავალმხრივი პროგრამისთვის, მოქნილი გრაფიკისა და ხელშეწყობისთვის”, – წერდა სპორტსმენი.
