ჩვენი ვალია, არასოდეს დავივიწყოთ ის გმირობა, რომელიც შინდისის გმირებმა ჩაიდინეს, ამ ბიჭებმა აჩვენეს გაუტეხელი ქართული სული

დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ შინდისის გმირებს, ჩვენი ვალია, არასოდეს დავივიწყოთ ის გმირობა, რომელიც მათ ჩაიდინეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს შინდისში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, შინდისის გმირები არიან პატრიოტიზმის, სამშობლოს სიყვარულის და თავგანწირვის მაგალითი.
„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ შინდისის გმირებს, ჩვენი ვალია, არასოდეს დავივიწყოთ ის გმირობა, რომელიც მათ ჩაიდინეს. უფრო მეტიც, ეს გმირობა არის ის, რაც თაობიდან თაობას უნდა გადაეცეს. ამ ბიჭებმა აჩვენეს გაუტეხელი ქართული სული.
მინდა, მადლობა გადავუხადო ამ გმირების მშობლებს, რომლებმაც ასეთი გმირები აჩუქეს სამშობლოს. მათ მოგვცეს ჩვენ პატრიოტიზმის, სამშობლოს სიყვარულის და თავგანწირვის მაგალითი.
ჩვენი ვალია, ამ გმირების წინაშე, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის და მშვიდობის შენარჩუნებისთვის ამ ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი აშშ-ში ვიზიტზე – მინდა, რომ მაქსიმალურად ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორებს იმ თემებთან დაკავშირებით, რომლებიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, პოლიტიკურ საკითხებს ჩვენი ქვეყნის გარშემო

არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ რადიკალური ოპოზიციის მფარველებს უნდათ ქართველი ხალხის დასჯა ერთადერთი მიზეზის გამო – ქართველი ხალხი მყარად უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“ და უარს ეუბნება კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას