ჩვენი ერთ-ერთი ამბიციური ამოცანა არის ის, რომ გავხდეთ მოწინავე ქვეყანა კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით

ჩვენი ამბიციური მიზანია, რომ მსოფლიო ქვეყნების სამეულში გავიდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საჯარო მოხელეებს შორის კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის მსოფლიოში 22-ე, ევროპაში კი მე-11 ადგილის მინიჭებას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მაჩვენებელი სიამაყის საფუძველს იძლევა.
„ეს არის ერთ-ერთი მაჩვენებელი, რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ და აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო ამბიციური მიზანი, რაზეც მე პარლამენტში გამოსვლისას ვსაუბრობდი – ჩვენი ამბიციური მიზანია, რომ მსოფლიო ქვეყნების სამეულში გავიდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. კარგი ტემპი გვაქვს აღებული, ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, თუნდაც ამ ერთი წლის განმავლობაში იმისათვის, რომ შემცირებულიყო კიდევ უფრო მეტად კორუფციის დონე ჩვენს ქვეყანაში და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას, რა თქმა უნდა.
მთავრობის საქმიანობა არის სრულად გამჭვირვალე, საქართველოს მთავრობის ყველა განკარგულება, ყველა გადაწყვეტილება ქვეყნდება და ასე გავაგრძელებთ მუშაობას, გამჭვირვალედ, იმისათვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრულ ინფორმაცია მთავრობის მიერ მიღებულ თითოეულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ჩვენი ერთ-ერთი ამბიციური ამოცანა არის ის, რომ გავხდეთ მოწინავე ქვეყანა კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს