“ჩვენი ერთობლივი მომავალი ევროპაშია!” – ზურაბიშვილი ზელენსკის ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგას, ს ესაუბრა. ინფორმაციას ზურაბიშვილი X-ზე ავრცელებს.
ზურაბიშვილმა სატელეფონო საუბრისას ზელენსკის ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და მადლობა გადავუხადე ქართველი ხალხის სოლიდარობისა და ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენი ერთობლივი მომავალი ევროპაშია!”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.