“ჩვენი დასჯა უნდოდათ, მე მაგას სასაკლაოს ვუწოდებ” – ნონა გაფრინდაშვილმა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2011 წლის 26 მაისი გაიხსენა

რაც ჩვენ 26 მა­ისს გა­და­ვი­ტა­ნეთ, წი­ნას­წარ იყო მო­ფიქ­რე­ბუ­ლი, ეს იყო და­გეგ­მი­ლი ოპე­რა­ცია — ჩვე­ნი დას­ჯა უნ­დო­დათ იქ სე­რი­ო­ზუ­ლად, მე მა­გას სა­საკ­ლა­ოს ვუ­წო­დებ, – ამის შე­სა­ხებ მო­ჭად­რა­კემ, ნონა გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, 2011 წლის 26 მა­ი­სის მოვ­ლე­ნე­ბის დროს, ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­სას­ვლე­ლე­ბი ჩა­კე­ტეს და ხალ­ხს გა­საქ­ცე­ვი არ და­უ­ტო­ვეს.
“ჩვენ რაც 26 მა­ისს გა­და­ვი­ტა­ნეთ, წი­ნას­წარ იყო მო­ფიქ­რე­ბუ­ლი, ეს იყო და­გეგ­მი­ლი ოპე­რა­ცია. ჩვე­ნი დას­ჯა უნ­დო­დათ იქ სე­რი­ო­ზუ­ლად. მე მა­გას სა­საკ­ლა­ოს ვუ­წო­დებ, იმი­ტომ რომ, რაც იქ მოხ­და, ამას ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და. ბევ­რი აქ­ცია ჩა­ტა­რე­ბუ­ლა.

9 აპ­რი­ლი­დან რომ და­ვი­წყოთ, შემ­დეგ რა აქ­ცი­ე­ბიც ტარ­დე­ბო­და, მსგავ­სი არც ერთ აქ­ცი­ა­ზე არ ყო­ფი­ლა. სამი კორ­დო­ნი იყო ჩვენს ირ­გვლივ იმ დღეს, გა­სას­ვლე­ლიც არ იყო და­ტო­ვე­ბუ­ლი, ჩა­კე­ტი­ლი იყო. 9 აპ­რი­ლი იმი­ტომ ვახ­სე­ნე, ის სა­ში­ნე­ლე­ბა, რომ ხალ­ხს გა­საქ­ცე­ვი ჰქონ­დათ. კი მის­დევ­დნენ იმ ადა­მი­ა­ნებს, მაგ­რამ გა­საქ­ცე­ვი ჰქონ­დათ, აქ [26 მა­ისს] არ ჰქონ­დათ,“ – გა­ნა­ცხა­და გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა.

შეგახსენებთ, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე 2011 წლის 26 მა­ისს მომ­ხდარ მოვ­ლე­ნებს გა­ნი­ხი­ლა­ვენ. სხდო­მა­ზე მოწ­ვე­ულ­ნი არი­ან ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, გი­ორ­გი ბურ­ჯა­ნა­ძე და ელ­დარ (ლუკა) კურ­ტა­ნი­ძე.

ასევე დაგაინტერესებთ

იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ საღი აზრი გაიმარჯვებს და ჩვენ დავინახავთ ხალხის სუვერენული ნების პატივისცემის დაბრუნებას, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო აქტორების მიერ, რაც დემოკრატიის ძირითადი საფუძველია – ნიკოლოზ სამხარაძე

ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმას, რაც აუცილებელია თუნდაც მიგრაციის ჭრილში, ახალგაზრდები მაქსიმალურად უნდა დარჩნენ ქვეყანაში და უნდა ემსახურებოდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ეს არის ჩვენი ამოცანა

პრემიერი – საერთოდ დაკარგული აქვს კონკრეტულ ქვეყნებსაც და მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიასაც საკუთარი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, აცხადებენ, რომ თურმე ის ევროინტეგრაცია შეგვიჩერებია ჩვენ 27 ნოემბერს, რომელიც მათ შეაჩერეს 27 ივნისს, ასეთ აბსურდში როცა შედიხარ, ეს ნიშნავს, რომ მთლიანად მოქმედებ არაფორმალური მმართველობის ქვეშ