“ჩვენი დამოკიდებულება უკიდურესად ნეგატიურია” – პაატა შურღაია “რუსულ კანონზე“

“გრანთ თორნთონ საქართველოს” თანამმართველი პარტნიორი, პაატა შურღაია ამბობს, რომ ე.წ. რუსული კანონი ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს და მისი განხილვა უნდა შეწყდეს.
როგორც შურღაიამ BMG-სთან განაცხადა, არსებული ვითარების ფონზე, მხოლოდ კანონპროექტის გატანა საკმარისი არ იქნება და ნაბიჯები განჭვრეტადი უნდა იყოს, რაც მათ შორის, ევროკავშირში ინტეგრაციისთვისაც მნიშვნელოვანია.