ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების დემონიზება მიზანმიმართულად მიდის – პაატა მანჯგალაძე

“აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსთან” დაკავშირებით, შეფასებები გრძელდება. ოპოზიცია მონაცემებს იზიარებს. მმართველი გუნდის ოპონენტთა უმრავლესობას არ უჩნდება დამატებითი კითხვები, თუ რა მიმართულებით შეიძლება უსწრებდეს საქართველოს მოლდოვა, ან .
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “რეფორმების ჯგუფი” წევრი, პარტიის “სტრატეგია აღმაშენებელი” გენერალური მდივანი, აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების დემონიზება მიზანმიმართულად მიმდინარეობს.
“ყველა ვხედავთ, რომ არცერთი ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც უნდა ჩატარებულიყო საქართველოში, ჩატარებული არ არის. ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების დემონიზება მიზანმიმართულად მიდის,” – ამბობს პაატა მანჯგალაძე.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა ამბობს, რომ საქართველოში რეფორმები არ ხორციელდება.
“მთავარი გზამკვლევი, ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით, იყო 12 პუნქტი. საქართველო ჩამორჩება მთავარ პარტნიორ ქვეყნებს, მოლდოვას, უკრაინას, მეზობელ ქვეყნებს და ეს, პირველ რიგში, გამოწვეულია იმით, რომ საქართველოში არ ხორციელდება რეფორმები,“ – აცხადებს ლაშა ფარულავა.

ასევე დაგაინტერესებთ

სამი წლის თავზე კარებზე ზარი იყო და გავაღე კარი და მაწვდიან ფურცელს. ეს როინ შავაძის ოჯახიაო? კითქო. მას დაკითხვაზე იბარებენო. წარმოიდგინეთ რამდენად გვამცირებდნენ და რა დღეში გვაგდებდნენ?! ვკიოდი კაცს მიაკითხეთ სასაფლაოზე და გამოგყვებათ მეთქი

როინ შავაძის მეუღლე ციცინო შავაძე: 14 აგვისტოს დაბრუნდა სახლში. ძალიან სხვანაირი, შეცვლილი. მეგონა, რომ ჩემი მეუღლე აღარ იყო ისეთი, როგორიც წავიდა სახლიდან. დაღლილი, უცხო ადამიანივით, სულ სხვანაირად გამოიყურებოდა

ისიც კი შეეშინდათ, რომ მიცვალებულისთვის საფლავი გაეთხარა ვინმეს. ყველა უარს გვეუბნებოდა. აფრთხილებდნენ, რომ ახლოს არავინ მოგვკარებოდა ჩვენ. ოჯახმა ახლობლების დახმარებით გავთხარეთ საფლავი – ციცინო შავაძე