უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა, უკრაინის თავზე დრონების საწინააღმდეგო გუმბათის შექმნის შესახებ განაცხადა.
ჩვენი ამოცანაა უკრაინის თავზე დრონების საწინააღმდეგო გუმბათის აშენება. სისტემა, რომელიც პოსტფაქტუმ კი არ რეაგირებს, არამედ საფრთხეს მისი მოახლოებისას ანადგურებს,” – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ფედოროვმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში არცერთ ქვეყანას არ აქვს იმდენი გამოცდილება საჰაერო თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლაში, რამდენიც უკრაინას. მისი თქმით, რუსეთის ასობით დრონი ყოველდღიურად და ყოველ ღამე თავს ესხმის უკრაინას.
ამასთან თავდაცვის მინისტრის თქმით, 2025 წელს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 100 000-მდე Shahed რაკეტა და სხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა. მტრის თავდასხმებმა დააზიანა ათობით კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი, დაარტყა ასობით საცხოვრებელ შენობას და გამოიწვია მსხვერპლი.




