საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო რუსეთისთვის სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.
ამის შესახებ სოციალურ ქსელ „იქსში“ დაწერა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ვერავინ წარმოიდგენს, „უკრაინელები დაუშვებენ, დამპყრობელმა წინააღმდეგობის გარეშე დამოუკიდებლობა წაართვას“.
„ჩვენი პასუხისმგებლობაა, პუტინს სანქციები დავუწესოთ და ცეცხლის შეწყვეტისკენ ვაიძულოთ, რაც გზას გაუხსნის საერთაშორისო სამართლის მდგრადი მშვიდობის დამყარებას“, – განაცხადა ბარომ.
შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ბერლინში ამერიკელ რესპუბლიკელ სენატორ ლინდსი გრემს შეხვდა და განიხილა ევროკავშირისა და აშშ-ის რუსეთის წინააღმდეგ სამომავლო სანქციების საკითხი.
1tv.ge
