ჩვენი ამოცანაა – მაქსიმალურად ავირიდოთ შეცდომების დაშვება და არ წამოვეგოთ ე.წ. ოპოზიციის მხრიდან მოვლენათა სავარაუდო განვითარების „არმაგედონულ” სცენარებს

ჩვენი ამოცანაა – მაქსიმალურად ავირიდოთ შეცდომების დაშვება და არ წამოვეგოთ ე.წ. ოპოზიციის მხრიდან მოვლენათა სავარაუდო განვითარების „არმაგედონულ” სცენარებს
„ჩვენი ამოცანაა – მაქსიმალურად ავირიდოთ შეცდომების დაშვება, არ წამოვეგოთ ე.წ. ოპოზიციის პროვოკაციებს და არ შევიმჩნიოთ მათი მხრიდან მოვლენათა სავარაუდო განვითარების „არმაგედონული” სცენარები, სადაც ქვეყნის ოკუპაციის თანამონაწილენი საქართველოს გამთლიანებაში მისი დამოუკიდებლობის ხელყოფას გულისხმობენ“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ქართული ტრადიციული მოუთმენლობისა და შეცდომების დაშვების გარეშე უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, რა თქმა უნდა, მხოლოდ ქვეყნის სუვერენიტეტის, მისი გაძლიერებისა და სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში.
„ძველ დროს“ კინოსეანსის დაწყებას მოასწავებდა სამი გამაფრთხილებელი ზარი.
სოხუმისა და ცხინვალის მიმართულებით დან პირველი ზარი გაისმა 9 მაისს, როდესაც წითელ მოედანზე აღლუმზე დასასწრებად აფრიკელი ლიდერები დაპატიჟეს, ხოლო სა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პირველი პირები – არა. სხვათა შორის, პირველად, მათი „დამოუკიდებლობის” აღიარებიდან. მეორე ზარი მოსკოვმა 26 აგვისტოს გამოუშვა, როდესაც პირველად 16 წლის განმავლობაში აღარ მიულოცეს მათ ესოდენ ნანატრი „დამოუკიდებლობის დღე”.
შემოდგომას, წესით, მესამე ზარის მოლოდინში უნდა შევხვდეთ – 2025 წლის რუსეთის ბიუჯეტში ამ რეგიონებისთვის გამოყოფილი ფინანსური სუბსიდიების ან მინიმალურ დონემდე შემცირების, ან საერთოდ – გაუთვალისწინებლობის სახით. მოჰყვება თუ არა ამას „კინოსეანსი”, ამასაც აუცილებლად მოვესწრებით. ჩვენი ამოცანაა – მაქსიმალურად ავირიდოთ შეცდომების დაშვება, არ წამოვეგოთ ე.წ. ოპოზიციის პროვოკაციებს და არ შევიმჩნიოთ მათი მხრიდან მოვლენათა სავარაუდო განვითარების „არმაგედონული” სცენარები, სადაც ქვეყნის ოკუპაციის თანამონაწილენი საქართველოს გამთლიანებაში მისი დამოუკიდებლობის ხელყოფას გულისხმობენ.
ამ „ორ ზარს” შორის შეიძლებოდა კიდევ ერთ დეტალზე ჩვენი ყურადღების გამახვილება, როდესაც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შოიგუმ ისე მოინახულა ცხინვალის რეგიონი, რომ ე.წ. მესაზღვრეებს კი შეხვდა, მაგრამ დე ფაქტო პრეზიდენტს – არა. ხოლო ამ უკანასკნელის მხრიდან სატელეფონო პრეტენზიას თითქოსდა ასე უპასუხა: „მე საქართველოში ვიყავი ჩასული და არა – შენთან”. მოკლედ, ქართული ტრადიციული მოუთმენლობისა და შეცდომების დაშვების გარეშე, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, რა თქმა უნდა, მხოლოდ ქვეყნის სუვერენიტეტის, მისი გაძლიერებისა და სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში. და ასევე – საქართველოს გარე თუ შიდა მტრების გულების გასახეთქად…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

კატეგორიულად მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, რომ 28 ნოემბრის პროცესების ჩათვლით და დღეის იქით, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, რომლებმაც დააორგანიზეს ქაოსი, ან მომავალში აპირებენ გამეორებას, დაეკისროთ განადგურებული ქონების, ყველა სხვა მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურება

„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტი: ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს „საქართველო წყვეტს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს 4 წლით“

აინთო “ტიკ-ტოკ” ცნობიერება – ხელისუფლება ევროკავშირთან მოლაპარაკებებს წყვეტსო. არა და, რა პრიმიტიულადაა საქმე – როგორ შეიძლება წყვეტდე იმ მოლაპარაკებებს, რაც ერთი თვით ადრე, უკვე შეწყვეტილია?!