მოსახლეობა ყაზბეგში “კამარა ჰესის” მშენებლობას აპროტესტებს. გუშინ სოფ. გორისციხის რიტუალების სახლის შენობაში სკოპინგის ანგარიშის განხილვა იყო ჩანიშნული, მოსახლეობამ არ ისურვა პროექტის შესახებ კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან დეტალების მოსმენა. შეკრებილმა მოსახლეობამ თქვა, რომ ეწინააღმდეგებიან ჰესს ხეობაში. ადგილზე იყო დაძაბულობა, მობილიზებული იყო პოლიცია.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მდინარე თერგი დაახლოებით 5კმ მანძილზე მილში უნდა მოექცეს. მათი თქმით, ტურისტული თუ ეკოლოგიური თვალსაზრისით ჰესი ხეობისთვის საფრთხისშემცველია. მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ პროექტის საჭიროება დასაბუთებული არაა, წარმოდგენილი კვლევები კი დაბალი ხარისხისაა.
“არ გვიღირს კილოვატ საათებით იმის გაქრობა, რაც ჩვენთვის ბევრად ძვირფასია, ვიდრე არა მარტო ვიღაცის ჯიბის გასქელება, არამედ ჩვენ თვითონაც, ჩვენიც რომ იყოს, თითოეული ჩვენთაგანისა, უარს ვამბობთ, თერგის დაშრობის ხარჯზე”, – თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
