„ჩვენიანებივე გვღალატობენ და გვჟლეტენ“ – რუს მობილიზებულთა მეუღლები მანიფესტს აქვეყნებენ

„ჩვენიანებივე გვღალატობენ და გვჟლეტენ“, – რუსეთში მობილიზებულთა მეუღლეებმა და ნათესავებმა განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ და უვადო მობილიზაციის შეჩერებას ითხოვენ. „მედუზას“ ცნობით, მიმართვა გამოქვეყნდა ტელეგრამ-არხზე „გზა სახლში“, რომელიც მობილიზებულთა ნათესავსებს აერთიანებს.
მანიფესტისა და პეტიციის ავტორები რუსეთის მოქალაქეებს დახმარებას სთხოვენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ისინი „დააბოლა“ და სხვებსაც ასევე მოექცევა.
„ჩვენიანებივე გვღალატობენ და გვჟლეტენ… ჩვენ დაგვაბოლეს, და თქვენც დაგაბოლებენ. მთელი ეს დრო გვაჩვენებდნენ სტაბილურობას, უსაფრთხოებას. გვახსოვს, პრეზიდენტი როგორ გვპირდებობდა, რეზერვისტებს არ გაიწვევენო, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის [ასე უწოდებენ რუსეთში ომს] მიზნებს მხოლოდ პროფესიონალი მოხალისეები ასრულებენ. შემდეგ, ჩვენი საყვარელი ადამიანები ში წაიყვანეს. დაპირებები ტყუილი გამოდგა. ბევრი უკან აღარასდროს დაბრუნდება. მობილიზაცია საშინელი შეცდომა აღმოჩნდა. დავისაჯეთ ჩვენი კანონმორჩილებისთვის. [მოსახლეობის] უმრავლესობისთვის სტაბილურობის შირმის ფასს ჩვენი კაცები სისხლით იხდიან, ჩვენ კი ჯანმრთელობითა და ცრემლებით. 2024 წელი პრეზიდენტმა ოჯახის წლად გამოაცხადა. ირონიულია, იმის გათვალისწინებით, რომ ცოლები ქმრების გარეშე ომობენ, ბავშვები მამების გარეშე იზრდებიან, ბევრი კი ობლად დარჩა“, – აღნიშნულია მანიფესტში.
მანიფესტს თან ერთვის პეტიციაც, რომლის მოთხოვნებიცაა მობილიზებულთა დაბრუნება და მობილიზაციის მაქსიმალური ვადის დაწესება.
კრიტიკული ტონის მიუხედავად, მანიფესტის ხელმომწერნი იმედს გამოხატავენ, რომ პრეზიდენტი მათ ხმას შეისმენს და ხაზს უსავმენ, რომ არ სურთ რუსეთში პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაცია, აღნიშნავს „მედუზა“.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად დაღუპული რუსი სამხედროების შესახებ ზუსტი ცნობები არ მოიპოვება. რუსეთის ხელისუფლება წინა წლის სექტემბერში აცხადებდა თითქმის 6000 დაღუპულზე. უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის დანაკარგები 325 580 ადამიანია.
გარეკანის ფოტო: © Настоящее Время

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“