“ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ნოელია სიცოცხლის ბოლო საათებში ყოყმანობდა ევთანაზიასთან დაკავშირებით…” – ტრამპი ესპანეთს ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს

ვა­შინგტონ­სა და მად­რიდს შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბის ზრდის ფონ­ზე, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მო­რი­გი გამ­წვა­ვე­ბის მი­ზე­ზი დო­ნალდ ტრამ­პის ის ბრძა­ნე­ბა გახ­და, რო­მე­ლიც ჯგუ­ფუ­რი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მსხვერ­პლის, ნო­ე­ლია კას­ტი­ლი­ოს, ევ­თა­ნა­ზი­ით გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბას ეხე­ბა.

  • -ის პრე­ზი­დენ­ტი ეს­პა­ნეთს “ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სე­რი­ო­ზულ დარ­ღვე­ვებ­ში“ ადა­ნა­შა­უ­ლებს და პა­სუ­ხებს ითხოვს მას შემ­დეგ, რაც 25 ახალ­გაზ­რდა ქალს ევ­თა­ნა­ზი­ით სიკ­ვდი­ლის უფ­ლე­ბა მის­ცეს.

გა­ჟო­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წე­რი­ლის ში­ნა­არს ეხე­ბა, აჩ­ვე­ნებს რომ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ეს­პა­ნეთ­ში მყოფ ამე­რი­კელ ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს და­ა­ვა­ლა, გა­მო­ი­ძი­ონ, თუ რო­გორ მი­ვი­და 25 წლის ეს­პა­ნე­ლი ქალი იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე, რომ სი­ცო­ცხლე ბარ­სე­ლო­ნას­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ევ­თა­ნა­ზი­ით და­ეს­რუ­ლე­ბი­ნა.

“ღრმად შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი ვართ იმ ბრალ­დე­ბე­ბით, რომ ქალ­ბა­ტო­ნი კას­ტი­ლიო სა­ხელ­მწი­ფო მზრუნ­ვე­ლო­ბის ქვეშ ყოფ­ნის დროს არა­ერ­თხელ გახ­და სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი და არ­ცერ­თი დამ­ნა­შა­ვე არ არის დას­ჯი­ლი. ჩვენ­თვის ასე­ვე ცნო­ბი­ლია ინ­ფორ­მა­ცია, რომ ქალ­ბა­ტონ­მა კას­ტი­ლი­ომ სი­ცო­ცხლის ბოლო სა­ა­თებ­ში ყოყ­მა­ნობ­და, თუმ­ცა ეს სიგ­ნა­ლე­ბი უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლი იქნა. ეს საქ­მე სე­რი­ო­ზულ კი­თხვებს აჩენს ეს­პა­ნეთ­ში ევ­თა­ნა­ზი­ის კა­ნო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი­სა და არა­ლე­ტა­ლუ­რი ტან­ჯვის შემ­თხვე­ვებ­ში” – ნათ­ქვა­მია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ წე­რილ­ში.

ნო­ე­ლია კას­ტი­ლიო გა­სულ ხუთ­შა­ბათს, ბარ­სე­ლო­ნა­ში, გუ­ლის გა­ჩე­რე­ბის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა, რაც მის სხე­ულ­ში სამი ინექ­ცი­ის შეყ­ვა­ნით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი.

ახალ­გაზ­რდა ქალ­მა 2022 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, მას­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ჯგუ­ფუ­რი სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის გამო თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და და მე­ხუ­თე სარ­თუ­ლი­დან გად­მოხ­ტა, თუმ­ცა გა­დარ­ჩა და წელს ქვე­მოთ პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი დარ­ჩა.

სიკ­ვდი­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ეს­პა­ნურ სა­ტე­ლე­ვი­ზიო არხთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ნო­ე­ლია ღიად სა­უბ­რობ­და იმ ფი­ზი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ტკი­ვილ­ზე, რომ­ლებ­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნიც­დი­და და გა­ნა­ცხა­და, რომ “ახლა მშვი­დად წას­ვლა და ტან­ჯვის შე­წყვე­ტა სურ­და.“

ქა­ლის მამა, ხე­რო­ნი­მო კას­ტი­ლიო, სა­მარ­თლებ­რი­ვად ორი წელი იბ­რძო­ლა ამ პრო­ცე­დუ­რის შე­სა­ჩე­რებ­ლად, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. სა­ბო­ლო­ოდ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ მის შვი­ლის სურ­ვილს და­უ­ჭი­რა მხა­რი.

რად­გან -ის შე­ფა­სე­ბით საქ­მე „ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის მრა­ვალ სის­ტე­მურ დარ­ღვე­ვას“ ეხე­ბო­და, ტრამ­პის წარ­მო­მად­გენ­ლებს, აღ­ნიშ­ნულ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ასე­ვე და­ე­ვა­ლათ ეს­პა­ნე­თის­თვის “სე­რი­ო­ზუ­ლი შეშ­ფო­თე­ბა“ გა­მო­ეთ­ქვათ .

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა მო­ნი­კა გარ­სი­ამ ტრამპს X-ზე და პრე­სის ფურ­ცლებ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით უპა­სუ­ხა:

“მა­შინ რო­დე­საც ტრამ­პი მხარს უჭერს და ახორ­ცი­ე­ლებს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვებს ღა­ზა­სა და ირან­ში, თა­ვად აშშ-ში ყო­ველ­წლი­უ­რად ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზღვე­ვის არ­ქო­ნის გამო, აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტმა უნდა შე­წყვი­ტოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე დღის წეს­რი­გის გაღ­ვი­ვე­ბა და ყველ­გან ცხვი­რის ჩა­ყო­ფა. ეს­პა­ნე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი ქვე­ყა­ნაა, ძლი­ე­რი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მით და უფ­ლე­ბე­ბის ჩარ­ჩო­თი, რო­მე­ლიც იცავს და ზრუ­ნავს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე­ზე, მათ შო­რის მათ­ზეც, ვინც კა­ნო­ნით რე­გუ­ლი­რე­ბულ პი­რო­ბებ­ში, სა­მე­დი­ცი­ნო კო­მი­ტე­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით და სა­სა­მარ­თლოს თან­ხმო­ბით, ირ­ჩევს ღირ­სე­უ­ლად სიკ­ვდილს” -ათ­ქვა­მია მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბებ­ში

თა­ვად ეს­პა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ პედ­რო სან­ჩესს, რო­მე­ლიც ტრამ­პის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ხმა­მა­ღა­ლი კრი­ტი­კო­სია ევ­რო­პა­ში ირან­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ომის სა­კი­თხზე, ამ დრომ­დე კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.

წყა­რო