„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხარისხზე ორიენტირებაა“- რას სთავაზობს საბავშვო ბაღი „ინდიგო-ბავშვები“ აღსაზრდელებს

უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემო, იმ ბენეფიტების არასრული ჩამონათვალია, რასაც ბაღი ,,ინდიგო ბავშვები” მშობლებს სთავაზობს.
ეს არის ადგილი, სადაც გარემო თითოეული ბავშვის საჭიროებებზეა მორგებული და თანამედროვე სტანდარტებს ერთმნიშვნელოვნად პასუხობს.
„ინდიგო-ბავშვების“ დამფუძნებელი დირექტორის, ინა ფურცხვანიძის თქმით, ბაღი 08:30-იდან 19:30-მდე მუშაობს და აღსაზრდელებისთვის კვების პირამიდაში არსებული ყველა საჭირო პროდუქტით უზრუნველყოფს.
ბაღში მოქმედებს ერთჯერადი დღიური სერვისი, შაბათ-კვირის მზრუნველობა და გახანგრძლივებული სერვისი, მათ შორის დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვისაც.
„ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი, გამეხსნა ისეთი დაწესებულება, რომელიც უპასუხებდა ბავშვის საჭიროებებს და მის ინტერესებს. მაშინ ნაკლებად წარმოვიდგენდი, რომ ეს საბავშვო ბაღი იქნებოდა, თუმცა საბოლოოდ სწორედ ეს სახე მიიღო და 2022 წელს გაიხსნა საბავშვო ბაღი – „ინდიგო ბავშვები“. ამჟამად ორ ადგილზე ვართ: მუხიანში, ნონეშვილის გამზირზე და ჩვენი ახალი ფილიალი სოფელ დიღომში.
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხარისხზე ორიენტირებაა, თავად ადრეული აღზრდისა და განათლების და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის ექსპერტი ვარ, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ ჩვენ უკვე არსებულ სტანდარტებს ვპასუხობთ. საუბარია არა მხოლოდ ინფრასტრუქტურაზე, არამედ ბაღის შინაარსზე: რა ტიპის კურიკულუმს ახორციელებს, რამდენად კვალიფიციურია პერსონალი, რამდენად არის გათვალისწინებული ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებები და ინტერესები. ასევე მნიშვნელოვანია მშობლებთან ღია და გამჭვირვალე ურთიერთობა.
ბაღი 08:30-იდან 19:30-მდე მუშაობს, შესაბამისად გათვალისწინებულია კვების ჯერადობა და მიწოდებაც – კვების პირამიდაში გათვალისწინებულია ყველა ის კომპონენტი, რაც ბავშვმა უნდა მიიღოს და ის კალორაჟი, რომელიც ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელია. სერვისი მოიცავს ტანვარჯიშს, რითმიკას და დამატებით წრეებს.
„ინდიგო ბავშვებში“ მოქმედებს დღიური სერვისიც, რაც ყველა აქტივობას მოიცავს. ასევე შაბათ-კვირის სერვისი, გახანგრძლივებული სერვისი (მაგალითად, სკოლის შემდეგ დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის); გარდა ამისა, არდადეგები ჩვენთან მაქსიმალურად ხანმოკლეა. ვმუშაობთ მთელი ზაფხულის განმავლობაში და გვაქვს სხვადასხვა წრე: ცურვა, ტანვარჯიში, ტაეკვანდო, ჭადრაკი, ბალეტი და სხვა. ასევე მშობლებს ვთავაზობთ ტრანსპორტირების სერვისს, სოფელ დიღომში და 10 დღიან საზაფხულო ბანაკებს, ვმართვათ ვორქშოპებს“,- აღნიშნა ინა ფურცხვანიძემ რადიო “კომერსანტის” ეთერში.
„ინდიგო ბავშვი“, ეს არის განვითარებაზე ორიენტირებული გარემო, სადაც ბავშვი უბრალოდ აღსაზრდელი კი არა, ცოდნის, უნარების და დამოუკიდებლობის გამომუშავების აქტიური მონაწილეა. ბაღში თითოეული ნაბიჯი დამყარებულია ადრეული ასაკის განათლების კვლევებზე, რაც განაპირობებს როგორც აკადემიური ჯგუფების ზუსტ დაყოფას, ისე სივრცის და დღის სტრუქტურის ორგანიზებულად დაგეგმვას.
“ინდიგო ბავშვი“ არ არის დაწესებულება, სადაც ბავშვს ტოვებენ და საღამოს აკითხავენ, ჩვენი ბაღი სააღმზრდელო დაწესებულებაა, სადაც მნიშვნელოვანია, ბავშვი ასაკობრივად განვითარდეს. ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ ბავშვები, რომლებმაც სკოლამდელი განათლება გაიარეს უფრო წარმატებული არიან, ვიდრე სხვები.
ჩვენს ბაღში ჯგუფები აკადემიურად არის დაყოფილი, მაგალითად ბაგა-ბაღში ბაგის ჯგუფი დაყოფილია 1-იდან 2 წლამდე და 2-დან -3 წლამდე ჯგუფებით, ვინაიდან ამ ასაკის ბავშვებს განსხვავებული ინტერესები აქვთ, ჩვენ ესეც გათვალისწინებული გვაქვს. მნიშვნელოვანია, ბავშვი დამოუკიდებლად დადიოდეს, სხვა შეზღუდვა ან წინაპირობა ჩვენ არ გვაქვს. „ინდიგო ბავშვებში“ მიღება დაწყებულია. სოფელ დიღომში გვაქვს ძალიან დიდი სივრცე, გამწვანებული როგორც ხელოვნური, ისე ბუნებრივი საფარით, რაც ბავშვების ასაკობრივი განვითარებიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია“,- აღნიშნა ინა ფურცხვანიძემ.