ჩვენთვის პრიორიტეტულია ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა -თან და ევროკავშირთან –

ჩვენთვის ნებისმიერ მომენტში პრიორიტეტულია ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით, ამისათვის ჩვენი მზაობა ყოველთვის არსებობდა, მთავარია, რომ ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რაც უფრო მალე დასრულდება უკრაინაში ომი, მით უფრო მალე გამოჩნდება შემხვედრი ნაბიჯები.
„ჩვენ ურთიერთობების გადატვირთვას, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისე ევროკავშირთან, ვუკავშირებდით ძირითადად სამ მოვლენას – ერთი იყო ჩვენი , რაც უკვე დასრულდა, მეორე იყო ამერიკული , რაც ასევე დასრულდა, თუმცა ინაუგურაციას ელოდება ყველა და არსებითად პროცესები -ში შეიცვლება ინაუგურაციის, ანუ 20 იანვრის შემდეგ. მესამე მნიშვნელოვანი მოვლენა არის უკრაინაში ომის დასრულება, რაც ასევე ჩვენი პროგნოზის შესაბამისად წარიმართება, როგორც ჩვენ ვვარაუდობდით მომავალ წელს უკრაინაშიც დასრულდება ომი. ეს იყო სამი მთავარი ფაქტორი, საიდანაც ორი უკვე დასრულებულია, მესამე ფაქტორიც მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ნებისმიერ მომენტში პრიორიტეტულია ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. ამისათვის ჩვენი მზაობა ყოველთვის არსებობდა, მთავარია, ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები. რაც უფრო მალე დასრულდება უკრაინაში ომი, მით უფრო მალე ვიხილავთ ამ შემხვედრ ნაბიჯებს, ჩვენ ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა