ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაცია – ყველა მიმართულებით გამოძიებას საჭიროებს 20 ივნისის საქმე, მათ შორის, განსაკუთრებული ინტერესის საგანია ის, თუ ვინ გადაწყვიტა რეზინის ტყვიების სროლა და ვინ მიიყვანა მდგომარეობა აქამდე

ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაცია – ყველა მიმართულებით გამოძიებას საჭიროებს 20 ივნისის საქმე, მათ შორის, განსაკუთრებული ინტერესის საგანია ის, თუ ვინ გადაწყვიტა რეზინის ტყვიების სროლა და ვინ მიიყვანა მდგომარეობა აქამდე
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის რეკომენდაცია, რომელიც მოგვცა სტრასბურგის სასამართლომ – ყველა მიმართულებით გამოძიებას საჭიროებს 20 ივნისის საქმე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სამეგრელოში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, განსაკუთრებული ინტერესის საგანია ის, თუ ვინ გადაწყვიტა რეზინის ტყვიების სროლა.
„ჩვენ ამ შემთხვევაშიც უნდა გადავუხადოთ მადლობა სტრასბურგის სასამართლოს, რომელმაც მოითხოვა დამატებით 20 ივნისის საქმის გამოძიება. გახსოვთ, როგორი იყო ამ გამოძიების პოლიტიკური კონტექსტი.
თავის დროზე -ის ყოფილი ადმინისტრაციის ზეწოლით და ევროკავშირის ჩინოვნიკების ზეწოლით ჩვენ მოგვიწია ამნისტიის კანონის მიღება, რომლითაც სასჯელი არსებითად არ ვრცელდებოდა ორ მხარეზე- ერთი იყო ის მხარე, რომელიც აწყობდა დანაშაულებრივ შტურმს საქართველოს პარლამენტზე და ცდილობდა, დაემხო ჩვენი კონსტიტუციური წესრიგი და მეორე მხარეს ამნისტიის კანონი არსებითად გავრცელდა იმ ადამიანებზე, რომლებმაც ძალიან საეჭვო გარემოებებში ისროლეს რეზინის ტყვიები.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის რეკომენდაცია, რომელიც მოგვცა სტრასბურგის სასამართლომ – რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით გამოძიებას საჭიროებს 20 ივნისის საქმე, მათ შორის, განსაკუთრებული ინტერესის საგანია ის, თუ ვინ გადაწყვიტა რეზინის ტყვიების სროლა და ვინ მიიყვანა ზოგადად მდგომარეობა აქამდე“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს