“ჩვენთვის მთავარი მეტოქე თურქეთის ნაკრებია, საქართველოზე კი ამის თქმა შემიძლია” – რა განაცხადა რიკარდო კუარეჟმამ?

ვეტერანმა ფეხბურთელმა რიკარდო კუარეჟმამ ევრო 2024-ის შესახებ ისაუბრა. როგორც პორტუგალიელმა A Bola-სთან ინტერვიუში განაცხადა, მისი აზრით, F ჯგუფში “სელესაოს” ყველაზე მეტ პრობლემებს თურქეთის ნაკრები შეუქმნის.
“თურქეთი დისციპლინირებული და კარგად ორგანიზებული გუნდია. ვფიქრობ, ყველაზე მეტ პრობლემას თურქები შეგვიქმნიან. ჩეხეთი ტაქტიკურად კარგად განსწავლული ნაკრებია, საქართველოს ნაკრები კი ახალგაზრდა და დინამიური გუნდია. გარანტირებული არაფერი გვექნება, ამიტომ თითოეული მეტოქე უნდა დავაფასოთ და ბოლომდე დავიხარჯოთ”, – განაცხადა კუარეჟმამ.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პირველ მატჩს 18 ივნისს, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის
დროით 20:00 საათზე დაიწყება.