“ჩვენთვის ვეტინგი მიუღებელია” – ირაკლი კობახიძე

პრემიერმა მ თქვა, რომ პარტნიორებთან შეხვედრისას სასამართლო რეფორმებზე იმსჯელეს, თუმცა ერთ-ერთი გამოსავლად ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვა საქართველოში, მიუღებელია.
ირაკლი :
საუბარი გვქონდა თითოეულ პუნქტზე, მათ შორის სასამართლოსთან დაკავშირებით. ვეტინგის შესახებ ჩვენი პოზიცია არის გამოკვეთილი, ვეტინგი ეწინააღმდეგება თავისი არსით არა მხოლოდ ფორმალურად საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას, არამედ პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის სულისკვეთებას მათ შორის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის პრინციპს. მითუმეტეს, რომ არ არსებობს საფუძველი ასეთი პროცესების განვითარებისთვის ჩვენს ქვეყანაში – არ არსებობს არგუმენტები, არ არსებობს ფაქტები, შესაბამისად, ჩვენი პოზიცია არის მკაფიო – ვეტინგი არის მიუღებელი. მიზანი არის ნათელი, რისთვისაც იქნა გამოყენებული 2004 მწლის შემდეგ, იგივე მიზნით სურთ მათ ამ პროცესის დაწყებვა. ასეთი პროცესები გამოიყენება იმისთვის, რომ განხორციელდეს პოლიტიკური კონტროლი სასამართლო სისტემაზე, მართლმსაჯულებაზე, იმისთვის, რომ მოხდეს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ხელყოფა, რასაც არ დავუჭერთ მხარს.”

ასევე დაგაინტერესებთ

მაკკეინის ინსტიტუტი შეფასებას აქვეყნებს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებასა და რამდენიმე ქართული NGO – ს მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნაზეა საუბარი