ჩვენთვის ევროპარლამენტის რეზოლუციას არ აქვს არაფრის ფასი თავისი უსამართლო ბუნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე

ჩვენთვის ევროპარლამენტის რეზოლუციას არ აქვს არაფრის ფასი თავისი უსამართლო ბუნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღემდე 5 რეზოლუცია დაამტკიცა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტმა და ხუთივე იყო ერთმანეთზე არასერიოზული და ეს არის მორიგი, მე-6 არასერიოზული პროექტი, რომელიც დაინიცირდა ევროპარლამენტში.
„რა თქმა უნდა, ამ პროექტს ისევე, როგორც წინა რეზოლუციებს აქვს აბსოლუტურად არაფრის, ჩალის ფასი ჩვენთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ეს რეზოლუციები არ ასახავს იმ რეალობას, რომელიც არის შექმნილი ჩვენს ქვეყანაში. რეალობა არის ის, რომ საქართველოში ქვეყანა იმართება დემოკრატიულად, ოპოზიცია არის თავისი არსით ანტიდემოკრატიული, თუმცა თქვენ ხედავთ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებში აისახება ხოლმე მხარდაჭერა რადიკალური ოპოზიციის, რადიკალიზმის და იმ ყველაფრის მიმართ, რასაც დღეს ასე მკაფიოდ აკრიტიკებს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენთვის ევროპარლამენტის რეზოლუციას არ აქვს არაფრის ფასი თავისი უსამართლო ბუნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა